ვიღებ 550 გრამ ფარშს, ვასხამ თხევად ცომს და ხორცის პეროგი, პრაქტიკულად, მზადაა

551

პეროგი, რომელიც დასასხმელი ცომით მზადდება – არის უნივერსალური კერძი, რომელსაც სრულფასოვანი სადილის ან ვახშმის ჩანაცვლება შეუძლია. მასში არის ცხიმებიც, ცილებიც და ნახშირწყლებიც. ასე რომ, თუ არ გინდათ პირველი და მეორე კერძებისა და კომპოტის მომზადება და ამასთანავე გსურთ, რომ რაიმე გემრიელი მიირთვათ, გირჩევთ მოამზადოთ ხორცის პეროგი დასასხმელი ცომით. ეს არის პეროგი, რომელიც ბევრ დროს არ წაგართმევთ და რომელზედაც ძნელია უარის თქმა. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ პეროგის რეცეპტს გთავაზობთ.

ხორცის პეროგი დასასხმელი ცომით

ყოველთვის მიყვარდა ასეთი პეროგის მომზადება კვერცხითა და მწვანილით, ხორცის პეროგის გამოცხობა კი ბებიამ მასწავლა. მან მაჩვენა, როგორ მზადდება სხვადასხვა პეროგები, სხვადასხვა შიგთავსით. ჩემი და, ხორცს არ ჭამს და ბებია მისთვის ყოველთვის აცხობდა პეროგებს კვერცხით, ყველითა და მწვანილით. აღმოჩნდა, რომ ცომის ხელით მოზელა საჭირო არ არის, გულსართად კი გამოდგება ყველაფერი, რაც კი მაცივარში გვაქვს.

ინგრედიენტები

  • 550 გრამი ფარში;
  • 150 გრამი ყველი;
  • 50 გრამი მწვანე ხახვი;
  • 100 გრამი ფქვილი;
  • 200 გრამი არაჟანი;
  • 0,5 ჩ.კ მარილი;
  • 1 ჩ.კ გრანულირებული ნიორი;
  • მწიკვი წიწაკა;
  • 0,5 ჩ.კ გამაფხვიერებელი;
  • 1 ჩ.კ ხმელი მწვანილი.

მომზადების წესი

  1. მსხვილად დაჭერით მწვანე ხახვის ქვედა ნაწილი და მოთუშეთ მცენარეულ ზეთში 1 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფრად არ შეიფერება.
  2. ფარშს დაამატეთ სანელებლები და მარილი. გამოიყენეთ ის ფარში, რომელიც თქვენ თავად მოგწონთ. ყველაზე გემრიელი პეროგი ცხიმიანი ფარშით გამოდის. პეროგი კარგი გამოვა ღორის ხორცის ფარშით, თუმცა ნაკლებად კალორიული იქნება თუ ქათმის ან საქონლის ფარშით მოამზადებთ.
  3. ხელის სათქვეფით ან ჩანგლით ათქვიფეთ 3 კვერცხი, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ მწიკვი მარილი, გამაფხვიერებელი, არაჟანი და გაცრილი ფქვილი. არაჟანი თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხიმიანი კეფირი. ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  4. ხახვის ბოლოები დაჭერით, ყველი წვრილ სახეხზე გახეხეთ. ფარში მოათავსეთ ტაფაში, რომელშიც მოთუშული ხახვი გაქვთ და ერთად მოთუშეთ.
  5. ცომის ნახევარი საცხობ ფორმაში ჩაასხით და ზემოდან შიგთავსი გადაანაწილეთ. შიგთავსს ზემოდან ყველი და მწვანე ხახვი მოაყარეთ და ზემოდან დაასხით დარჩენილი ცომი. ეცადეთ, რომ შიგთავსი მთლინად დაიფაროს ცომით.
  6. პეროგი გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 – 45 წუთის განმავლობაში. პეროგი გამოდის თხელ ცომიანი, შიგთავსი კი ბევრია. პეროგი მზად არის თუ არა, ეს ხის ჩხირით უნდა შემოწმდეს. ჩაარჭეთ იგი პეროგის შუაგულში, თუ ჩხირი მშრალია, ესე იგი, პეროგი მზადაა. გემრიელად მიირთვით.

რედაქციისაგან: ეს გემრიელი პეროგი უფრო სწრაფად მომზადდება, თუ კექსის პატარა ფორმებში გამოაცხობთ. ამ შემთხვევაში, მომზადების დრო თითქმის 2 ჯერ შემცირდება. ამ პეროგის შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხახვში მოთუშული სოკო, კარტოფილი, კვერცხი, ყველი, ბრინჯი, ხახვითა და მწვანილით და ნებისმიერი სხვა გულსართი, რაც კი გექნებათ. ამ პეროგის გამოცხობა უკეთესია მეტალის ფორმაში, რომელიც იხსნება, რათა უფრო მარტივი იყოს მისი ფორმიდან ამოღება. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენი საცხობი ფორმა ხარისხიანია, მაშინ ძირზე პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ. სასიამოვნო კულინარიულ აღმოჩენებსა და წამატებულ დღეს გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს