ბევრი ვერ აფასებს ჩვეულებრივ ხახვს ან უგულებელყოფს მას. თუმცა მისგან ბევრი საინტერესო კერძის მომზადება შეიძლება. მაგალითად, ხახვის სოუსი, რომელიც გააუმჯობესებს ნებისმიერი ხორცის გემოს: მწვადს, დაბეგვილ ხორცს, ქათმის ხორცს, ან სტეიკს. ყველაფერი უფრო გემრიელი ხდება, თუ ხახვის ამ სოუსს დაუმატებთ. ის ადვილი მოსამზადებელია და გემოთი არ ჩამოუვარდება ნებისმიერ სხვა სოუსს.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გასწავლით როგორ მოამზადოთ ხახვის სოუსი და რას უნდა მიაყოლოთ ის.
ხახვის სოუსი
ინგრედიენტები
- 1,3 კგ. წითელი ხახვი
- 50 გრ. ზეითუნის ზეთი
- 1 კგ. წითელი მშრალი ღვინო
- 50 გრ. ღვინის ძმარი
- 100 გრ. შაქარი
- 3,5 გრ. მარილი
- 2 გრ. ვაშლის მჟავა
- 0,5 გრ. შავი პილპილი
მომზადების წესი
- გაფცქვენით ხახვი და დაჭერით წვრილად.
- ქვაბში ჩაასხით ზეითუნის ზეთი, ჩაყარეთ ხახვი. მორევისას ხახვი მოშუშეთ დაბალ ცეცხლზე. ის უნდა გახდეს რბილი და გამოუშვას წვენი. მთავარია, არ დაგეწვათ, არც მოწითალო ქერქიც გვჭირდება.
- აურიეთ ღვინო და ძმარი, დადგით ცეცხლზე და დაიყვანეთ 100 გრამამდე.
- როცა ხახვი რბილი გახდება, დაუმატეთ ძმრის და ღვინის ნარევი. სოუსი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ თითქმის მთელი სითხე არ აორთქლდება. შემდეგ დაამატეთ შაქარი, მარილი და ვაშლის მჟავა. ურიეთ სანამ მთლიანად არ დაიშლება. მასა რბილი და სქელი უნდა გამოვიდეს, ჯემივით.
- გადმოდგით ცეცხლიდან, მოაყარეთ პილპილი და დატოვეთ გასაცივებლად. მზა სოუსი ჩაყარეთ სტერილიზებულ ქილებში.
ეს ხახვის სოუსი დიდხანს ინახება გრილ, მშრალ ადგილას. რასთან შეიძლება მისი მირთმევა? რასთანაც გინდათ! ჩვენს სახლში ის შეუცვლელი ინგრედიენტია ღორის ხორცთან. ის სრულიად ახლებურად ამჟღავნებს ხორცის გემოს. ჩემი ქმარი კი ზოგჯერ უბრალოდ იღებს კოვზს და ჭამს ამ სოუსს ქილებიდან, იმდენად მოსწონს. სცადეთ თქვენც და თავად დარწმუნდებით!