თხევადი ოქრო: როგორ გამოვიყენოთ ძვირფასი სელის ზეთი გასახდომად და საშიში დაავადებების სამკურნალოდ

1924

სელის თესლი სასარგებლო ცხიმების, მიკროელემენტებისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი მჟავების წყაროა. სხვა მარცვლეული კულტურებისგან განსხვავებით, სელი სასარგებლოა როგორც ფქვილის, ისე ექსტრაქტის სახით, დიდხანს არ ფუჭდება და ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს. სელის ზეთი, თავისი კონსისტენციით, ძალიან მსუბუქია, აქვს სასიამოვნო არომატი და რაციონში სხვადასხვა საკვებ დანამატს ანაცვლებს.

სელის ზეთი

წარმოგიდგენთ სელის ზეთის სასარგებლო თვისებებს მთელი ორგანიზმისთვის:

1. დაბალკალორიულობა: სელის თესლი სასარგებლოა გასახდომი დიეტის დროს.

2. ნიტრატების განეიტრალება: სალათში 1 კოვზი ზეთის დამატებით, თქვენ მნიშვნელოვნად შეამცირებთ იმ ქიმიკატების აქტივობას, რომლებსაც შეიძლება ბოსტნეული შეიცავდეს.

3. ომეგა-3-ის დიდი რაოდენობა: ეს ნაჯერი მჟავები იცავს და აძლიერებს გულს, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.

4. აფერხებს კიბოს უჯრედების ზრდას: თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც სიმსივნესა და უჯრედების ანომალურ ზრდას იწვევს, რაოდენობით ამცირებს ზეთში არსებული ანტიოქსიდანტი – თიოპროლინი.

5. მაახალგაზრდავებელი ეფექტი: სელის ნაყენის ან ზეთის რეგულარული მოხმარების დროს, უმჯობესდება კანისა და თმის მდგომარეობა.

6. ანთების საწინააღმდეგო თვისება: სელის თესლი ცნობილია თავისი შემხორცებელი თვისებებით, ომეგა-3-ის შემცველობის წყალობით.

სელის ზეთის მოხმარების წესები

სელის ზეთი მარტივად ანაცვლებს სხვა ზეთებს, რამდენადაც, სარგებლიანობისა და ხელმისაწვდომობის მიხედვით – ესაა ოპტიმალური ვარიანტი, რომელიც ანაცვლებს სხვა ზეთებს(ზეითუნის, სეზამის, მდოგვის, სიმინდის, გოგრის და ა.შ.). მას საკმაოდ მსუბუქი გემო აქვს, რის გამოც მარტივია მისი მოხმარება უმად, თითო კოვზით, დღეში ერთხელ. სალათებსა და სხვა კერძებში, ზეთი ამდიდრებს მათ გემოს, ხელს უწყობს სასარგებლო ნივთიერებების ათვისებასა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სწორ ფუნქციონირებას. უნდა გახსოვდეთ, რომ შეწვისას ზეთის მრავალი თვისება იკარგება. ეს პროდუქტი დიდხანს ინახება, მგრძნობიარეა მზის სხივების მიმართ, ამიტომ იგი გრილ, ბნელ ადგილას უნდა შეინახოთ, გაუმჭვირვალე ჭურჭელში.

სელის თესლის დღიური ნორმის გაზრდა უნდა მოხდეს თანდათანობით – 1 ჩ.კ.-დან 2-3 ს.კ.-მდე – მიირთვით ყოველი ჭამის წინ, 2-3 თვის განმავლობაში. სელის თესლის დოზის გადაჭარბება ძალიან რთულია, რადგან მის შემადგენლობაში არსებული მიკროელემენტები ორგანიზმში არ გროვდება. შეწყვიტეთ მისი მიღება, თუ იგი გაფუჭდადა მომწარო გემო გაუჩნდა.

სელის ზეთის უკუჩვენებები

  • მწვავე ქოლეცისტიტი;
  • კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული’
  • დიარეა’
  • კერატიტი(თვალის რქოვანას ანთება)’
  • სისხლის გამათხელებელი პრეპარატების მიღება.

გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ სელის ზეთის მოხმარებას სხვა მედიკამენტების პარალელურად აპირებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს