როგორ განვიტვირთოთ დატვირთული სამუშაო დღის ბოლოს.

312

მძიმე სამუშაო დღის შემდეგ მხოლოდ ის გვინდა, მივიდეთ სახლში, წამოვწვეთ დივანზე, მოვდუნდეთ და დავივიწყოთ პრობლემების შესახებ. რაღა თქმა უნდა, ეს შესანიშნავი საშუალებაა დასასვენებლად, თუმცა ალექსანდრე დროჟენიკოვი გვთავაზობს რაღაც სხვას. ჩვენი ზურგი, მთელი დღის განმავლობაში, ჩვენზე ნაკლებად არ იღლება, მაშინაც კი, თუ უბრალოდ ვზივართ. მასაც სჭირდება დასვენება, ამ შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტი კი მარტივი სავარჯიშოების შესრულებაა.

ხერხემალი რომ მოვადუნოთ და გავაძლიეროთ, ალექსანდრე დროჟენიკოვი გვთავაზობს მარტივი სავარჯიშოების შესრულებას. დღეს ჩვენი რედაქცია ამ სავარჯიშოებს გაგაცნობთ. სცადეთ, ზურგი მადლობასაც გადაგიხდით!

როგორ ვისწავლოთ მოდუნება

საუბარი მხოლოდ ერთ, თუმცა მძლავრ და ეფექტურ სავარჯიშოზეა. ერთი მოძრაობით, თქვენ შეძლებთ ზურგის, კისრისა და მკერდის კუნთების გაძლიერებასა და მოდუნებას. შესრულებისთანავე იგრძნობთ, თუ როგორ დუნდება ზურგი და ქრება დაჭიმულობა. მისი რეგულარული შესრულება სტაბილურ შედეგს მოგიტანთ: დისკომფორტი გაქრება, ხოლო კუნთები გაძლიერდება.

მაშ ასე, შევუდგეთ სავარჯიშოს შესრულებას. ქვემოთ დავურთავთ ვიდეოს, რომელშიც მწვრთნელი ალექსანდრე დროჟენიკოვი სავარჯიშოს თვალსაჩინოდ ასრულებს, მანამდე კი გავერკვეთ ტექნიკაში.

საწყისი პოზიციაა მუცელზე წოლა, ხელები იდაყვებშია მოხრილი, ხელის გულები იატაკზეა, მხრების გვერდით, ხოლო შუბლი იატაკს ეყრდნობა. ჩასუნთქვისას დაიწყეთ თავის ნელა წამოწევა. თქვენი მისიაა, ამ ეტაპზე, თავი მაქსიმალურად უკან გადაწიოთ.

ახლა შეაერთეთ ბეჭები. არ დაგავიწყდეთ თანაბრად სუნთქვა, ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ ერთნაირად. ახლა აიღეთ ხელის გულები იატაკიდან, გააჩერეთ მხრებთან, დაიჭირეთ თავი ზურგის კუნთებით. ეცადეთ, ხელის გულები გარეთ მოაბრუნოთ. ამ მდგომარეობაში გაჩერდით 10 წამის განმავლობაში.

ახლა ნელა დაუბრუნდით საწყის პოზიციას. გააკეთეთ სუნთქვის რამდენიმე ციკლი და გაიმეორეთ სავარჯიშო კიდევ ერთხელ. გაიმეორეთ მთელი ციკლი რამდენჯერმე. ზოგადად, რეკომენდებულია სავარჯიშოს შესრულება დღეში ორჯერ, დილით და საღამოს. სულ ერთი სავარჯიშო, რომელიც საოცრად ძლიერია. მაშინვე იგრძნობთ, თუ როგორ მუშაობს ზურგისა და კისრის კუნთები.

ესეც ვიდეო, რომელიც ზემოთ ვახსენეთ:

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს