რატომ უნდა გამოვაცხოთ კოტლეტები და არა შევწვათ.

0
1871

დღეს ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც წვნიან კოტლეტებს ღუმელში გამოაცხობთ.

ასე მომზადებული კოტლეტები განსაკუთრებულად რბილი, წვნიანი და სასარგებლოა.

როგორ გამოვაცხოთ კოტლეტები

ღუმელში მომზადებული კოტლეტები გახდომის მსურველებს აუცილებლად მოეწონებათ, რადგან მოსამზადებლად ზეთი არ გამოიყენება. კიდევ ერთი დადებითი მხარე: ერთბაშად საცხობ ფორმაზე 15-20 კოტლეტის მოთავსება შეიძლება, რაც კარგია დიდი ოჯახისთვის. და, რა თქმა უნდა, ღუმელში ძალიან რბილი, წვნიანი და ფაქიზი კოტლეტები გამოდის.

ინგრედიენტები

  • 200 გ საქონლის ხორცი
  • 300 გ ღორის ხორცი
  • 1 თავი ხახვი
  • 2 საშუალო კარტოფილი
  • 2 კვერცხი
  • 3 კბილი ნიორი
  • 0.5 ჭიქა რძე
  • 3 ნაჭერი თეთრი პური
  • მწვანილი გემოვნებით
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • 200 მლ არაჟანი სოუსისთვის (სურვილისამებრ)

მომზადება

1. დაჭერით და დაკეპეთ ხორცი და ხახვი.

2. დახეხეთ კარტოფილი წვრილ სახეხზე (ასე კოტლეტები უფრო წვნიანი გამოვა).

3. შეურიეთ ფარშს კარტოფილი, კვერცხი, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი და პილპილი. მოურიეთ.

4. ჩაალბეთ პური რძეში და ათქვიფეთ ბლენდერში.

5. დაუმატეთ ფარშს პურის ფაფა და დაჭრილი მწვანილი. თუ მასა თხევადია, დაუმატეთ ფქვილი ან მანი.

საუკეთესო შედეგისთვის, გააჩერეთ ფარში მაცივარში 1 საათით მაინც. ასე მასა უფრო ერთგვაროვანი გახდება, კარგადაც იძერწება, ფორმას ინარჩუნებს და უფრო გაჯერებული გემო ექნება.

6. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. დააფინეთ ფორმაზე პერგამენტი, წაუსვით კარაქი, ან ფოლგა (მაშინ კერძი 5 წუთით უფრო სწრაფად მომზადდება).

7. დაისველეთ ხელები და დაიწყეთ კოტლეტების ძერწვა. თუ დრო ბევრი არ გაქვთ, უბრალოდ დააბრტყელეთ ფარში მთლიანად საცხობ ფორმაზე.

8. დაალაგეთ მომზადებული კოტლეტები საცხობ ფორმაზე და აცხვეთ 30-40 წუთით, გადაბრუნების გარეშე.

9. კოტლეტები უფრო წვნიანი და რბილი რომ გამოვიდეს, მოამზადეთ სოუსიც. არსებობს სოუსის მრავალფეროვანი ვარიანტები, თუმცა, ჩვენ არაჟნის სოუსს გთავაზობთ.

შეურიეთ 1 ჭიქა უცხიმო არაჟანი და წვრილად დაჭრილი ნიორი, დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი. სოუსი დაასხით საცხობ ფორმაზე, კოტლეტების მომზადებამდე 5-10 წუთით ადრე.

წვნიანი კოტლეტები მზადაა. გემრიელად მიირთვით!

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი