თუ გულის პრობლემები გაწუხებთ, მხოლოდ მედიკამენტების იმედზე ყოფნა არ ღირს. ის მხოლოდ შეტევას ან ტკივილს მოგიხსნით, მაგრამ ამ მნიშვნელოვანი ორგანოს მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს. თუ ნამდვილად გსურთ, რომ „შინაგან ძრავს“ დაეხმაროთ, რამდენიმე რჩევა გაითვალისწინეთ.
ბევრი იმოძრავეთ. გულის კუნთების გაძლიერება ფიზიკური ვარჯიშის გარეშე შეუძლებელია. ყველაზე იდეალური დატვირთვაა გულის აქტივობის თანდათანობითი ზრდა – ცურვა ნელი ტემპით ან ველოვარჯიში კვირაში 3-ჯერ.
თუ ეს მეთოდები თქვენთვის არაა, ასეთი ვარჯიშით დაკავდით: სკამის საზურგეს დაეყრდენით და მთელი სხეულის დაძაბვით ადგილზე სწრაფი სიარული დაიწყეთ. ყოველდღე სიარულის ტემპი ააჩქარეთ. რეკომენდებულია, რომ სკამის საზურგეზე დაყრდნობით ვარჯიში 10 ჩაჯდომით დაასრულოთ.
ვარჯიში გულის კუნთებზე დადებით გავლენას ახდენს და ენერგიას ზრდის. გარდა ამისა, ბევრი იარეთ. სიარულის დროს გულის გადატვირთვა არ ხდება, ამასთან ეს ათეროსკლეროზის შესანიშნავი პროფილაქტიკაა, რადგან სისხლში ცხიმის რაოდენობას ამცირებს და ორგანიზმს ჟანგბადით ამდიდრებს. ჩქარი სიარული კარდიოვარჯიშის სახით ტემპში უნდა შეასრულოთ. შეგიძლიათ სწრაფი ტემპი (20 წუთი) ჩვეულებრივ სიარულს შეუნაცვლოთ.
კვება ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც არტერიულ წნევას არეგულირებს. დამტკიცებულია: პროდუქტების სწორი შერჩევით გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებთ. ცივი დაწურვის მცენარეული ზეთი, ახალი ბოსტნეული, სამარხვო ხორცი მიიღეთ. უპირატესობა ორთქლზე მომზადებულ, მოხარშულ, მოთუშულ და გამომცხვარ კერძებს მიანიჭეთ. შემწვარ, დაკონსერვებულ და შებოლილ პროდუქტებს თავი აარიდეთ. რაციონიდან მარილიანი, შებოლილი, სწრაფი მომზადების კერძები და კონსერვები გამორიცხეთ.
ორგანიზმი კალიუმით გაამდიდრეთ. ეს ელემენტი გულის კუნთების მოქმედებას დაარეგულირებს, ქსოვილებიდან ჭარბ სითხეს გამოდევნის და სისხლძარღვების კედლებზე ქოლესტერინის დაგროვებას ხელს უშლის. მას შეიცავს ბანანი (სასურველია, დღეში 1 ბანანის ჭამა), კაკალი, მთელი მარცვლეულის პროდუქტი, თევზი.
დღეში მინიმუმ 2ლ. წყალი დალიეთ.
სიმშვიდე გულის ჯანმრთელობის მხარდასაჭერად აუცილებელი წინაპირობაა. თუ შფოთვას გრძნობთ, ცუდად გძინავთ, გახშირებული გულისცემა გაქვთ, ბარამბოს ნაყენი მოამზადეთ: 3 ჩ/კ ფოთლებს ¼ ლ მდუღარე წყალი დაასხით, თავსახური დაახურეთ და 10 წუთით დააყენეთ. დღეში 3-ჯერ, როგორც ჩაი დალიეთ. ასევე ბარამბოს ნახარში მოამზადეთ: 50 გრ ბარამბოს ფოთლებს 1 ლ წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ, 10 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ. აბაზანას დაუმატეთ.
მუცლით სუნთქვა გულის ფუნქციის გაუმჯობესებას ხელს უწყობს. დღეში რამდენჯერმე გააკეთეთ, თავიდან 3-4 ჩასუნთქვა-ამოსუნთქვით დაიწყეთ. ამ სუნთქვითი ვარჯიშის შესრულებისას სკამზე დაჯექით ან მყარ ზედაპირზე დაწექით და თავის ქვეშ მცირე ზომის ბალიში დაიდეთ. მნიშვნელოვანია, რომ ხერხემალი გამართული გქონდეთ. ხელისგულები მუცელზე დაიდეთ. ნელ-ნელა ღრმად ჩაისუნთქეთ, მუცლის კედლები ძლიერ გამობერეთ, შემდეგ ნელ-ნელა ამოისუნთქეთ, ამასთან მუცელი შესწიეთ. სწორი შესრულების შემთხვევაში ჩასუნთქვის დროს დიაფრაგმა ამოიწევა, ხოლო ამოსუნთქვის დროს დაიწევა. ვარჯიში საუზმის მიღებამდე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ შეასრულეთ.
საკუთარ თავში პოზიტიური განწყობა ჩანერგეთ. ამისთვის სატელევიზიო შოუებს, ფილმებს, გაზეთებს და ნებისმიერ საუბარს მოერიდეთ, რომლებიც სტრესს ან ნეგატიურ ემოციებს იწვევენ. ამერიკელი კარდიოლოგები დასკვნას აკეთებენ: სასოწარკვეთა და დეპრესია გულის უკმარისობით გარდაცვალების რისკს ზრდის. გულის და სისხლძარღვების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ყოველდღე მინიმუმ 75 წუთით აუცილებლად იცინეთ. აღმოჩნდა, რომ სტრესის შემდეგ (ტრაგიკული ფილმით გამოწვეულიც კი) სისხლძარღვების სისხლის ნაკადი 35%-ით მცირდება, ხოლო სასაცილო ფილმის ნახვის შემდეგ, პირიქით, 22%-ით იზრდება.