ზაფხულის დადგომასთან ერთად, კომფორტულობის საკითხი ყველაზე მწვავედ დგება. ამ დროს უფრო მწვავედ იგრძნობა ჭარბი წონაც, რომლის ატანა ზაფხულში გაცილებით რთულია. ასეთ სიტუაციაში დაგეხმარებათ სასის წყლის მომზადება, რომელიც paparazzi-ს შემოთავაზებული რეცეპტით შეგიძლიათ მოამზადოთ.
როგორ მოვამზადოთ სასის წყალი
ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებული ეს გამამხნევებელი კოქტეილი სინტია სასმა, ამერიკელმა ექიმმა მოიგონა. მან ეს რეცეპტი მის მიერ შემუშავებული დიეტის, “ბრტყელი მუცლის” სრულყოფისთვის შექმნა. მთავარი, რისი მიღწევაც მას სურდა, იყო ის, რომ სასმელი არამხოლოდ სასარგებლო, არამედ გემრიელიც იყოს.
როგორ მოქმედებს სასმელი
ბევრს გაუგია ამ წყლის დიეტური შესაძლებლობების შესახებ, თუმცა ყველაფერი ასე მარტივი არაა. სასის წყალი ჯადოსნური სასმელი და შესანიშნავი სამკურნალო საშუალებაცაა.
კვლევებმა აჩვენა, რომ უბრალოდ წყლის მომხმარებლები მნიშვნელოვან ეფექტს ვერ იღებენ. თუმცა, თუ რაციონალურ კვებასა და მინიმალურ ფიზიკურ დატვირთვეს დაუმატებთ, შედეგი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს.
ამ სასმლის ინგრედიენტები შარდმდენ ეფექტს ქმნიან, რაც ხსნის ზედმეტ შეშუპებას. წყალი აცხრობს მუცლის შებერილობას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, კარგად კვებავს კანის უჯრედებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სამსელი კუჭში მოცულობას ქმნის და, შესაბამისად, ამცირებს მადას.
როგორ მოვამზადოთ სასის წყალი
უმჯობესია, წყალი საღამოს მოამზადოთ, მთელი ღამით რომ დააყენოთ. მთავარია გახსოვდეთ, რომ წყალი მხოლოდ მაცივარში უნდა შეინახოთ.
ინგრედიენტები:
- 2 ლ სუფთა წყალი
- 1 კიტრი
- 1 ს.კ. ჯანჯაფილის დახეხილი ფესვი
- 12 პიტნის ფოთოლი
- 1 ლიმონი
მომზადება
- გაფცქვენით და წვრილად დახეხეთ ჯანჯაფილი. კარგი იქნება, თუ ფაფის კონსისტენციამდე შეძლებთ მიყვანას. შემდეგ დაჭერით ლიმონი და კიტრი. უმჯობესია, თხელ წრეებად დაჭრათ, უფრო ლამაზად რომ გამოიყურებოდეს.
- გააცალეთ ფოთლები ღეროებს, შემდეგ დაგლიჯეთ ხელებით. შეგიძლიათ ცოტათი დაჭყლიტოთ, ოღონდ არა ზედმეტად.
- დაასხით ყველა ინგრედიენტს სუფთა წყალი. შეგიძლიათ, გამოიყენოთ წყაროს, ბოთლის ან გაფილტრული წყალი. შემდეგ შედგით წყალი მაცივარში 10-12 საათით.
- სასმელი მზადაა. სასურველია, მომზადებული მოცულობა დღის განმავლობაში მიირთვათ. ნუ აიძულებთ თავს წყლის დალევას მაშინ, როცა ორგანიზმი ამას არ გთხოვთ. გახსოვდეთ, რომ უმჯობესია, ეს უგემრიელესი წყალი მიირთვათ, ვიდრე კალორიული საკვები მიიღოთ.
- შეგიძლიათ, რეცეპტი გემოვნებით შეცვალოთ. მაგალითად, დაუმატოთ ლაიმი ან ფორთოხალიც. კარგი შემავსებელი იქნება ერთი ღერო სალბიც.
ასევე, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ ამ რეკომენდაციებს უნდა მოერიდონ ისინი, ვისაც თირკმლის ან გულის უკმარისობა აწუხებს, აგრეთვე, აქვს დაავადების მწვავე პერიოდი.
გასინჯეთ ეს წყალი ერთხელ და, დამიჯერეთ, მთელი ზაფხული მხოლოდ ასეთ სასმელს დალევთ.