ალუბლის დახეხილი ღვეზელი ღრმა ბავშვობის მოგონებებს აღმიძრავს. ბებიაჩემი მას დაუღალავად უწოდებდა დახეხილ ორცხობილას, ფენას რამდენიმე პატარა კვადრატად რომ ჭრიდა. მას შემდეგ წლები გავიდა და მე დღემდე ვამზადებ ამ “ორცხობილებს” ბებიაჩემის რეცეპტით, თან საუკეთესო დროებს ვიხსენებ.
ალუბლის დახეხილი ღვეზელი
დახეხილი ღვეზელი ხრაშუნა, მსუყე ნამცხვარია, რომელიც ძალიან სწრაფად მზადდება, დიდხანს ინახება და მოსწონს ყველას, ვისაც ფხვიერი დესერტები უყვარს.
დღეს ჩვენ მოვამზადებთ ტრადიციული ღვეზელის ვარიანტს კენკრით. გთავაზობთ, მოცვის ნაცვლად ალუბლის გამოყენებას, რამდენადაც ასე კლასიკა ცოტათი უფრო ორიგინალური გამოვა.
ინგრედიენტები:
- 4 ჭიქა ფქვილი
- 2/3 ჭიქა შაქარი
- 100 გ მარგარინი
- 3 ს.კ. ზეთი
- 2 კვერცხი
- 1 გ ვანილინი
- 3 ს.კ. არაჟანი
- 1.5 ჩ.კ. ჩამქრალი სოდა
- 500 გ ალუბალი
- 2/3 ჭიქა შაქარი შიგთავსისთვის
- 2.5 ჩ.კ. სახამებელი
მომზადება
1. პირველ რიგში, მოამზადეთ ალუბლის შიგთავსი. ალუბალი კარგად უნდა გარეცხოთ და გააცალოთ კურკები. ახლა ჩაყარეთ იგი სქელძირიან ჭურჭელში, დაუმატეთ შაქარი და დაელოდეთ მის ადუღებას.
2. ადუღების შემდეგ, დაუმატეთ სახამებელი და ხარშეთ შესქელებამდე. მოხარშვის შემდეგ, აუცილებლად გააგრილეთ.
3. მოამზადეთ ცომი: დაადნეთ მარგარინი, დაუმატეთ ზეთი. ეს ყველაფერი მოასხით წინასწარ გაცრილ ფქვილს. კარგად მოურიეთ.
4. ფქვილის ნამცეცებს დაუმატეთ კვერცხი, არაჟანი, ვანილინი, ჩამქრალი სოდა და შაქარი. მოზილეთ ცოი და დაყავით ორ არათანაბარ ნაწილად.
5. ცომის პატარა ნაწილი შედგით საყინულეში 30 წუთით, მეორე გააბრტყელეთ პერგამენტდაფენილ ფორმაზე, გაუკეთეთ კიდეები.
6. ალუბლის შიგთავსი თანაბრად გადაანაწილეთ ცომზე, მოაყარეთ მსხვილად დახეხილი გაყინული ცომი.
7. აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 45 წუთით. დაჭერით კუბებად და მოაყარეთ შაქრის პუდრა, სურვილისამებრ. გემრიელად მიირთვით!
იმედია, ეს არომატული სასწაული განწყობას აგიმაღლებთ. ჩვენს საიტზე კიდევ უამრავ უგემრიელეს რეცეპტს იპოვით – გადახედეთ!