ყაყაჩოს რულეტის რეცეპტი, რომელშიც გულსართი მეტია, ვიდრე ცომი

327

მარტივი და გასაგები ნამცხვარი მარტივად ჩაანაცვლებს მაღაზიის ანალოგს. ავიღოთ, მაგალითად, ყაყაჩოს რულეტი საფუვრიანი ცომით. ნებისმიერმა იცის, როგორი უნდა იყოს იგი. ხანდახან, ეს შესანიშნავი პროდუქტია, ხანდახან კი, გაუგებარი: მშრალი და ძალიან ცოტა გულსართით. ამ დროს გვეფიქრება, თუ როგორი გატენილი იქნებოდა გულსართით, რულეტი სახლში რომ გამოგვეცხო.

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ასეთი ნამცხვრის ხელმისაწვდომ რეცეპტს. აქ შეგიძლიათ იმდენი გულსართი დაამტოთ, რამდენიც მოგინდებათ, ცომიც თქვენი რეცეპტით მოამზადოთ. რა თქმა უნდა, ცოტა შრომა მოგიხდებათ, თუმცა, მომზადებაში რთული ნამდვილად არაფერია. უბრალოდ, ყაყაჩო უნდა დაფშვნათ.

ყაყაჩოს თესლის რულეტი

ინგრედიენტები ცომისთვის:

  • 250 გ ფქვილი
  • 100 მლ თბილი რძე
  • 50 მლ “რიაჟენკა”
  • 40 გ შაქარი
  • 25 გ კარაქი
  • 3 გ მშრალი საფუარი
  • 1 კვერცხი
  • მწიკვი მარილი

ინგრედიენტები გულსართისთვის:

  • 200 გ ყაყაჩოს თესლი
  • 150 მლ რძე
  • 50 გ შაქარი
  • ქიშმიში, თხილი, ნებისმიერი დანამატი გემოვნებით (ჩვენ არ ვუმატებთ)

მომზადება

1. დაიწყეთ პურის დედის მომზადება. თბილ რძეს დაუმატეთ საფუარი, 1 ს.კ. შაქარი და 2 ს.კ. ფქვილი. დააყენეთ 10 წუთით.

2. სანამ პურის დედა “ფიქრობს”, ათქვიფეთ კვერცხი დანარჩენ შაქართან, მარილთან, კარაქთან და “რიაჟენკასთან” ერთად. შემდეგ ეს მასა შეურიეთ პურის დედას. თანდათან დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ელასტიკური ცომი. შეიძლება მეტი ფქვილი დაგჭირდეთ, რაც ნორმალურია.

3. მზა ცომი დადგით თბილ ადგილას, წინასწარ დაახურეთ ცელოფნის ფირი და აცადეთ აფუება. დროა, გულსართით დაკავდეთ. შეურიეთ ყველაინგრედიენტი და დადგით მოსახარშავად. ამას დაახლოებით 30 წუთი დასჭირდება, სითხე მაქსიმალურად უნდა აორთქლდეს.

4. ახლა ყაყაჩოს თესლი უნდა “დაფშვნათ”. ამისთვის გამოდგება ნებისმიერი ცნობილი მეთოდი. ჩვეულებრივ, მე უბრალოდ ვნაყავ, თუმცა, ეს პროცესი დიდად არ მომწონს. მასა იქამდე უნდა დააქუცმაცოთ, სანამ თეთრი რძიანა არ გაჩნდება. ახლა უბრალოდ აცადეთ გაგრილება. ხანდახან, სიბლანტისა და მრავალფეროვანი გემოსთვის, გულსართს სქელ მურაბასაც ვუმატებ.

5. როცა ცომი საკმარისად აფუვდება, გააბრტყელეთ დაახლოებით 0.5 სმ სისქის ფირფიტად, გადაანაწილეთ მასზე გულსართი და დაახვიეთ რულეტად. იგი საკმაოდ მჭიდრო უნდა იყოს, ბუშტუკების გარეშე. დადგით რულეტი კიდევ ცოტა ხნით ასაფუებლად.

6. გამოცხობაღა დარჩა. სანამ ღუმელში შედგამდეთ, წაუსვით ათქვეფილი კვერცხი (შეგიძლიათ, ვანილის შაქარი მოაყაროთ). ღუმელი 180 გრადუსამდე უნდა გაახუროთ და აცხოთ რულეტი მომზადებამდე.

აი, ხომ ხედავთ, რთული არაფერია. ექსპერიმენტებისთვის თავისუფალი ხართ, შეგიძლიათ, გულსართი სურვილისამებრ შეცვალოთ, შეურწყათ ყაყაჩოს თესლს. აუცილებლად გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები, ამ გემრიელი დესერტის გამოცხობის შემდეგ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს