როგორ შევქმნათ სახლში სადღესასწაულო განწყობა, 15 წუთში? მარტივად – მოამზადეთ ვირთევზას ღვიძლის სალათი კვერცხით! ამ რეცეპტში ძვირადღირებული მხოლოდ ვირთევზას ღვიძლია. თანაც, მისი შეძენა ჩვეულებრივ სუპერმარკეტშიც შეიძლება, თუნუქის ქილაში. დანარჩენი ინგრედიენტები უბრალო და ხელმისაწვდომია.
სალათის ეს რეცეპტი ყოველთვის მშველოდა, როცა სუფრის გაშლა სწრაფად ხდებოდა საჭირო. ახალ წლამდე 1 თვით ადრე, ხელი გავავარჯიშე სალათის მომზადებით, ქმარი და შვილები მადლობას მიხდიან!
ვირთევზას ღვიძლის სალათი კვერცხით
დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია გიზიარებთ უგემრიელესი სალათის მომზადების ინსტრუქციას. სადღესასწაულო სუფრაზე გატანის არ მოგერიდებათ!
ინგრედიენტები:
- 115 გ ვირთევზას ღვიძლი
- 100 გ დაკონსერვებული სიმინდი
- 3 კვერცხი
- 100 გ ყველი
- 1 თავი ხახვი
- მწვანილი გემოვნებით
- 1 ს.კ. მაიონეზი
- მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადება
1. გაფცქვენით და წვრილად დაჭერით ხახვი. ყველი დახეხეთ, მოხარშული კვერცხი კუბებად დაჭერით. მწვანილიც დააქუცმაცეთ.
2. გადაღვარეთ ზედმეტი სითხე ვირთევზას ღვიძლის კონსერვიდან. მე კონსერვს საცერში ვწრეტ.
3. მოსახერხებელ ჭურჭელში დაჭყლიტეთ ღვიძლი ჩანგლით. დაუმატეთ მწვანილი, სიმინდი, კვერცხი, ხახვი და ყველი. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. კარგად მოურიეთ.
4. ვირთევზას ღვიძლი საკმაოდ ცხიმიანი პროდუქტია, ამიტომ, 1 ს.კ. მაიონეზი სავსებით საკმარისია შესაზავებლად. თუ ეს სოუსი არ გიყვართ, გამოიყენეთ არაჟანი.
5. მზა სალათი შედგით მაცივარში 1 საათით. მირთმევამდე, გადადეთ სალათი ლამაზ თასში და, სურვილისამებრ, მორთეთ მწვანილით. გემრიელად მიირთვით!
ვირთევზას ღვიძლის სალათი კვერცხითა და ყველით გამოდის ნაზი, მსუყე, არომატული და ძალიან გემრიელი. ამ კერძისთვის ყოველთვის ვიღებ კარადის სიღრმიდან ბროლის იმ სასალათეს, რომელიც ბებიასგან შემომრჩა. სწორედ ამ ჭურჭლით ვალამაზებ ახალი წლის ღამეს სადღესასწაულო სუფრას.
გაგვიზიარეთ თქვენი საყვარელი საახალწლო რეცეპტებიც.