ძალიან უნდა ეცადოთ, რომ იპოვოთ ადამიანი, რომელიც მოხარშულ სალას აღტაცებით მიირთმევს. თუ, რა თქმა უნდა, ეს ხახვის კანში მომზადებული სალა არაა.
დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია გიამბობთ, თუ როგორ მზადდება ეს საოცრად გემრიელი და სწრაფი კერძი.
ხახვის კანში მოხარშული სალა
ინგრედიენტები:
- 1 კგ სალა
- 3 თავი ნიორი
- 2 მუჭა ხახვის კანი
- 3 ს.კ. დაფქული შავი პილპილი
- 170 გ ზღვის მარილი
- 1 ლ წყალი
- 2 დაფნის ფოთოლი
- 5 პილპილის მარცვალი
მომზადება
1. პირველ რიგში, გარეცხეთ ხახვის კანი თბილი წყლით, შემდეფ დაალაგეთ მისი ნახევარი ქვაბის ფსკერზე. ზემოდან დაალაგეთ სალას ნაჭრები, დაფნის ფოთლები, პილპილის მარცვლები და მოაყარეთ მარილი. სალას შებოლვის ნაჯერი გემო რომ ჰქონდეს, დაუმატეთ მარინადს 50 გ შავი ქლიავის ჩირიც.
ქვაბში ყველა ინგრედიენტის მოთავსების შემდეგ, დაალაგეთ სალას ხახვის კანის ნარჩენები და დაასხით წყალი. შემდეგ შემოდგით ქვაბი ცეცხლზე და დაასხით წყალი. ხარშეთ 15-20 წუთით, საშუალო ცეცხლზე.
2. გამორთეთ ცეცხლი, დაახურეთ თავსახური და აცადეთ სრულად გაგრილება, რის შემდეგაც მაცივარში უნდა შედგათ მთელი ღამით, მარინადით რომ გაიჟღინთოს.
დილით ამოიღეთ სალა ქვაბიდან, გააცალეთ ხახვის კანი და გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცებით.
3. ახლა სალას კარგად შეაზილეთ დაფქული პილპილი და ნიორი. შეგიძლიათ, ამ სუნელებს დაფნის დაქუცმაცებული ფოთლებიც დაუმატოთ, მეტი არომატისთვის.
4. ყველა გავლილი პროცედურის შემდეგ, უბრალოდ გაახვიეთ სალა პერგამენტში ან საკვებ ფირში და შედგით საყინულეში 7-9 საათით. უმჯობესია, ეს ძილის წინ გააკეთოთ, რათა დილით მადისაღმძვრელი კერძი უკვე მზად დაგხვდეთ.
5. მეორე დღეს, საყინულედან გამოღებული სალა გაალღვეთ 5-10 წუთით და დაჭერით თხლად.
ვუალა – უგემრიელესი დასაყოლებელი მზადაა! ასეთი სალა საყინულეში მთელი წლით ინახება, ამიტომ, ერთბაშად დიდი რაოდენობის მომზადება შეგიძლიათ.