კარანტინის პერიოდში უმოძრაო ცხოვრების წესმა ჩვენს ხერხემალსაც დაამჩნია კვალი. დღეს Paparazzi-ს რედაქცია 3 მარტივ სავარჯიშოს შემოგთავაზებთ რომლებიც ხერხემლის მდგომარეობას გააუმჯობესებს და მხრებსაც გაასწორებს, შედეგად თვქენი დგომი უფრო გაუმჯობესდება. თუ ზურგის პრობლემები გაქვთ ან საკუთარ თავში დარწმუნებული არ ხართ აჯობებს ვარჯიშის დაწყებამდე კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.
სავარჯიშოები სწორი დგომისთვის
ახალგაზრდობაში სხვადასხვა სპორტის სახეობით ვიყავი დაკავებული: ფეხბურთი, კალათბურთი, ხელბურთი. ვცდილობდი მერბინა კიდეც თუმცა ეს ჩემთვის ძალიან მოსაწყენი აღმოჩნდა. დარბაზში სიარულისთვის კი მოტივაცია არ მყოფნის. ბოლოს არჩევანი ორთაბრძოლებზე შევაჩერე, სახლში იოგით ვიყავი დაკავებული.
სამსახურში მუდმივად ჯდომა მიწევს და ამიტომ ხერხემალს მეტ ყურადღებას ვუთმობ. ბევრ დროს ვატარებ ინტერნეტში და ხშირად ვეძებ რაიმე უნივერსალურს, მარტივსა და ისეთს რასაც მცირე დრო ჭირდება. სავარჯიშოების მცირე კომპლექსზე შევჩერდი.
მკერდის არეს მობილიზაცია
მთელი ცხოვრება მოხრილი ვიყავი, ამას სიმაღლეს ვაბრალებდი, მაგრამ ეს პრობლემა ნებისმიერი სიმაღლის ადმაიანებს აქვთ. იმისთვის, რომ მხრები სწორად იდგეს მკერდისა და ზურგის კუნთები ტონუსში უნდა იყოს.
ფრთხილად დადექით მუხლებზე. წელი სწორად დაიჭირეთ და ნუ გადახრით. იდაყვებით სკამს ან დივანს დაეყრდენით. ახლა მკერდი ძირს ჩაზნიქეთ და თავით ხელებს ქვემოთ ჩაიწიეთ. დაფიქსირდით ამ მდგომარეობაში. რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა გააკეთეთ და არ დაგავიწდეთ ზურგს მიაქციოთ ყურადღება: ის არ უნდა მოხაროთ!
შემდეგი სავარჯიშოც იმავე კუნთებზეა მიმართული.
დადექით მუხლებზე და ტერფებზე ჩამოჯექით. ხელები თქვენს წინ დადევით და ჩასუნთქვასთან ერთად ისე წაიხარეთ, რომ ხერხემლის შუა ნაწილი იგრძნოთ.
ამოსუნთქვასთან ერთად იატაკისკენ დაიხარეთ. 10 გამეორება სრულიად საკმარისი იქნება საწყისი ეტაპისთვის.
ბოლო სავარჯიშო
დაწექით იატაკზე, ოდნავ წამოწიეთ კორპუსი და ნიკაპი კისერს მიაბჯინეთ. შემდეგ დავალება რამდენიმე დონედ იყოფა. პირველ დონეზე ხელები თავზე უნდა შემოიწყოთ, შემდეგ გაასწოროთ ტანის გასწვრივ და ხელისგულებით მაღლა დაიჭიროთ. ამ მდგომარეობაში 5-10 წამით უნდა გაჩერდეთ. გაიმეორეთ 10-ჯერ.
ამ სავარჯიშოს რამდენიმე დონე აქვს. მათ ხელების მდებრეობა განსაზღვრავს. როგორც კი პირველ ვარიანტს შეეჩვევით, მეორე ვერსიაზე გადადით.
ეს მარტივი სავარჯიშო დღეში 1 – 3-ჯერ გაიმეორეთ და მდგომარეობის შემსუბუქებას მალევე იგრძნობთ. უფრო მეტი დეტალისთვის კი შეგიძიათ ვიდეოს უყუროთ.
რჩევა რედაქციისგან
ყველამ ვიცით თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა, თუმცა მაინც ვახერხებთ ამ დეტალის დავიწყებას და მხოლოდ მაშინ გვახსენდება როცა რაიმე იწყებს ტკივილს. ნუ მიიყვანთ თავს ამგავრ მდგომარეობამდე, აუცილებლად დაიწეთ ამ ვარჯიშების შესრულება და შედეგი გაგვიზიარეთ.