ზოგჯერ ინტერნეტ სივრცეში ისეთ ინფორმაციას ვპოულობთ, რომ ვნანობთ, რატომ ადრე არ ვნახეთ. სწორედ ასეთი გრძნობა აქვთ ადამიანებს, რომლებმაც სახის კუნთების გასამკვრივებელი ვარჯიშები იპოვეს და ამის გაკეთება პირველად სცადეს. „იოგა სახისთვის“ – ძალიან ხმამაღალი სახელია, მაგრამ პირველი ვარჯიშის შემდეგ ახალ სამყაროს აღმოაჩენთ.
იოგა სახისთვის
Paparazzi.ge–ს რედაქცია გთავაზობთ, 4 ეფექტურ ვარჯიშს, რომელთა დახმარებით ორმაგი ნიკაპის შემცირებას შეძლებთ. რა თქმა უნდა, ჭარბი წონის მქონე ადამიანს ასეთი ვარჯიშები ცხიმის გაქრობაში ვერ დაეხმარებათ. მათი მიზანია – კარგი ფორმის შესანარჩუნებლად ყელის კუნთების გამკვრივება.
ამ ვარჯიშების ავტორი გირჩევთ, რომ ვარჯიშები დღეში 1–2–ჯერ შეასრულოთ. ასე მოკლე დროში უკეთეს შედეგს მიიღებთ. ეფექტს უკვე პირველი ვარჯიშის შემდეგ დაინახავთ. ეს უბრალოდ სარკის წინ მანჭვა არაა. ამის გაკეთება ნამდვილად რთულია!
ზოგადი ინფორმაცია
ვარჯიშების შესასრულებლად წამზომი დაგჭირდებათ. მის გარეშე ყველაფერი ადვილია, რადგან დროის დამოუკიდებლად მართვა რთულია. წამზომის გარეშე ვარჯიში შეიძლება დაასრულოთ მაშინ, როცა სირთულეს იგრძნობთ, არადა ამას აზრი აქვს!
პროგრამაშია 3 სეტი 4 ვარჯიშით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ ზედიზედ ყველა საჭირო მოძრაობა უნდა შეასრულოთ, შემდეგ რამდენიმე წამით დაისვენოთ და ვარჯიშები გაიმეოროთ. სულ ვარჯიშებს 3–ჯერ უნდა მიუბრუნდეთ.
პირველი ვარჯიში
თავი ოდნავ უკან გადახარეთ. ქვედა ყბა წინ გამოწიეთ. შემდეგ პირი გააღეთ და დახურეთ. ჯერ კუნთები 3-ჯერ მარცხნივ გასწიეთ, შემდეგ საწყის პოზას, ცენტრს დაუბრუნდით და პირი 3-ჯერ გააღეთ და დახურეთ, იგივე მოქმედება მარჯვნივ გაიმეორეთ.
თქვენ უნდა იგრძნოთ ყელის კანქვეშა კუნთების დაჭიმულობა, რომელსაც პლიატიზმს უწოდებენ. ვარჯიში ზუსტად 30 წამით უნდა შეასრულოთ. ამ დროში ნამდვილად იგრძნობთ სწორ კუნთს, რომელზეც ვარჯიშია მიმართული.
მეორე ვარჯიში
თავი ოდნავ უკან გადახარეთ, ქვედა ყბა წინ გასწიეთ. პირი გააღეთ და დახურეთ ისე, თითქოსდა ზედა ტუჩზე კბენა გსურთ. 30 წამით შეასრულეთ.
მესამე ვარჯიში
ქვედა ყბა წინ გამოწიეთ, ტუჩები ოდნავ მომუწეთ. შემდეგ თავი მარცხნივ და მარჯვნივ მიაბრუნეთ, თითქოსდა ქვედა ყბით მხართან შეხებას ცდილობთ. მოძრაობები ფრთხილად შეასრულეთ, რომ კისერი არ დააზიანოთ. სხეულს მოუსმინეთ. 30 წამით შეასრულეთ.
მეოთხე ვარჯიში
ხელისგული შუბლზე დაიდეთ. შემდეგ ხელით წინააღმდეგობა შექმენით, რომლის საპირისპიროდ თავის წინ გამოწევას ეცდებით. ვარჯიში 30 წამით შეასრულეთ.
ამით ვარჯიშები დასრულდა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ 3-ჯერ უნდა გაიმეოროთ! გარწმუნებთ, რომ ვარჯიშების ნაკრების დასრულებისთანავე კარგ წვას იგრძნობთ იმ კუნთებში, რომლებიც არასდროს გივარჯიშიათ. სწორედ ისინი ინარჩუნებენ კისრის წინა ნაწილის ლამაზ ფორმას.
მცირე შეხსენება უსაფრთხოების შესახებ. ვარჯიშები საფეთქელი–ქვედა ყბის ინტენსიურ მოძრაობას მოითხოვს. თუ მასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, ამ მოძრაობების გაკეთება არ ღირს. სხვა შემთხვევაში სხეულს მოუსმინეთ და ძალიან ძლიერი ზეწოლა არ სცადოთ.
მოძრაობები ნაზი და ზუსტი უნდა იყოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამწყებთათვის, რადგან იმ კუნთებს ავარჯიშებთ, რომელთაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლებად იყენებთ. თუ ყველაფერს დაუდევრად შეასრულებთ, შეიძლება რაღაც ცუდად დაჭიმოთ.