დღევანდელ სტატიაში, Paparazzi.ge-ის რედაქცია მოგიყვებათ, როგორ უნდა მოამზადოთ ჭეშმარიტად ფუმფულა ცომი ღვეზელებისთვის. მთელი ხიბლი ხომ სწორედ ცომშია, გულსართს ყველა თავის გემოზე ირჩევს.
ჩვენი ცომის კიდევ ერთი პლუსი ის ფაქტია, რომ მისი გემო მოეწონება მასაც, ვინც საფუვრის სუნს ვერ იტანს. მიუხედავად იმისა, რომ ცომი საფუარს შეიცავს, მას საგულდაგულოდ ვმალავთ. თქვენ მხოლოდ მკაცრად დაიცავით მითითებული რაოდენობა.
ფუმფულა ცომი ღვეზელისთვის
ინგრედიენტები:
- 500 მლ რძე
- 500 მლ კეფირი ან ოთახის ტემპერატურის მჟავე რძე
- 4 კვერცხი
- 1 კვერცხის გული
- 100 გ დარბილებული კარაქი
- 50 მლ ზეთი
- 120 გ შაქარი
- მარილი
- 8 გ სოდა
- 60 გ ნედლი საფუარი
- 2.1 კგ ფქვილი
მომზადება
- 250 მლ ცხელ რძეს შეურიეთ 2 ს.კ. ფქვილი და აცადეთ გაგრილება ოთახის ტემპერატურამდე. დანარჩენ რძეს დაუმატეთ საფუარი და გადადეთ 10 წუთით. როცა რძის ზედაპირზე ქაფი გაჩნდება, შეურიეთ 2 ხსნარი ერთმანეთს მიქსერით.
- გაცერით ფქვილი, დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი, შაქარი და სოდა. მოურიეთ. კვერცხი ათქვიფეთ ჩანგლით, დაუმატეთ ზეთი, კეფირი და კიდევ ერთხელ მოურიეთ.
- კვერცხს დაუმატეთ მომზადებული ცომის დედა და მოზილეთ ცომი ხელით, 10 წუთის განმავლობაში. მიიღებთ რბილ, ოდნავ წებოვან ცომს. გაახვიეთ იგი ცელოფანში და დაასვენეთ 40 წუთით. შემდეგ კიდევ ერთხელ მოზილეთ და გააჩერეთ ცელოფანში ამდენივე ხნით.
- დროის გასვლის შემდეგ, გამოძერწეთ ღვეზელები საყვარელი შიგთავსით და წაუსვით კვერცხის გული (სოდიანი). აცხვეთ 190 გრადუსზე 35 წუთით.
ეცადეთ, არ გამოიყენოთ ზედმეტად თხევადი შიგთავსი, თორემ სველი ღვეზელი გამოვა და ცომი შიგნით კარგად არ გამოცხვება. ჩვენ შიგთავსაც მჟავე ხაჭო, დაჭრილი ვაშლი დ უკურკო ალუბალი გამოვიყენეთ. არ გირჩევთ ჯემებისა და მურაბების დამატებას.
წარმატებულ კულინარიულ ექსპერიმენტებსა და ხარისხიან კერძებს გისურვებთ!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს