როგორ მოვხარშოთ მაკარონი ან მარცვლები წვნიანში ისე, რომ არ დაიშალოს

157

წვნიანი კერძების მომზადება, სამწუხაროდ, ყველას მოწოდება არაა. ეს მრავალი მიზეზის გამო შეიძლება ხდებოდეს: მარილის დაკლება, მღვრიე ფერი, ჩაშლილი მარცვლები და ა.შ. წვნიანისთვის გამჭვირვალე, იდეალური კონსისტენციისა და არომატის მქონე ბულიონის მომზადებაში Paparazzi.ge-ის რედაქციის სტატია დაგეხმარებათ.

ასეთი უსიამოვნება რომ არ შეემთხვათ და დროც რომ დაზოგონ, ადამიანები რესტორნებსა და კაფეებში მიდიან. იქ მზარეულები უდიდესი სიზუსტით მოქმედებენ, პროდუქტები იდეალურადაა შერჩეული, კერძები კი მადისაღმძვრელად გამოიყურება და სასიამოვნო არომატი აქვს. საიდუმლო მარტივია: მენიუს თითქმის ყველა  პოზიციის ყოველდღიური გამეორება, ახალი ინგრედიენტები და მომზადების სწორი ალგორითმი.

რაში მდგომარეობს საიდუმლო?

კარგი წვნიანის მომზადება ძალიან მარტივია: გამჭვირვალე ნახარშს ახალი პროდუქტი უნდა დავუმატოთ. არც ნახარშის მომზადებაა რთული, თუმცა, ზუსტ გათვლასა და ყურადღებას მოითხოვს. იგი მინიმალურ ცეცხლზე უნდა მოიხარშოს, უთავსახუროდ, ხოლო წყალში, ხორცის გარდა, მეტი ბოლქვი-მცენარე და მწვანილი უნდა ჩაიყაროს.

რჩევა: არ გადაყაროთ წიწაკების, ოხრახუშის, ნიახურის ნარჩენები. გაყინეთ ისინი და გამოიყენეთ ნახარშის მოსამზადებლად – უბრალოდ ჩაყარეთ ქსოვილის ტომარაში და ჩააგდეთ იგი წყალში თავიდანვე. ბულიონს უფრო ნაჯერი გემო ექნება.

ბულიონის მოხარშვის შემდეგ, ზედმეტი მწვანილი შეგიძლიათ გადაყაროთ: მან უკვე გასცა გემო და აღარაფერში გამოგვადგება. ზოგს ნახარშში ნახევარი ლიმონის წვენის ჩაწურვაც უყვარს, გაღიავების მიზნით, რაც სამოყვარულო დონეა. სწორად მომზადებულ ნახარშს გაღიავება არ სჭირდება.

სანამ ბულიონი მზადდება, შეწვით დაჭრილი სტაფილო და ხახვი, დაჭერით ნიორი და ოხრახუში. დაკეპილი ბოსტნეული მდუღარე ნახარშში არაუმეტეს 5 წუთით უნდა ჩაყაროთ. ისინი წვნიანს მაშინვე მისცემს გემოსა და არომატს. ნიორი და ოხრახუში სულ ბოლოს გამოდიან – თითქმის უმად. მარცლეული გამოგვრჩა? არა, ამ მომენტს რესტორატორები ბოლოსთვის ინახავენ ხოლმე.

ბრინჯი, წიწიბურა თუ ბულგური – არ აქვს მნიშვნელობა. მარცვლეული ცალკე იხარშება, “ალ დენტეს” მდგომარეობამდე. მას შემდეგ, რაც წვნიანს დააყენებთ და ბოსტნეულის გემოს ბოლომდე შეიწოვს, ჩაყარეთ ქვაბში მოხარშული ბურღული. იგი რამდენიმე წუთში გათბება, გემოთი და არომატით გაიჟღინთება და ბულიონს ამღვრევის საბაბს არ მისცემს.

ახლა უბრალოდ ფრთხილად მოურიეთ ბურღულს ქვაბში, აცადეთ წვნიანს კიდევ ერთხელ გახურება და გამორთთ დუღილის პირველივე წამს. დაუმატეთ ნიორი და მწვანილი და დააყენეთ თავდახურული წვნიანი 20 წუთით.

შედეგი: მიიღებთ გემრიელ, არომატულ, ნაჯერ წვნიანს. ბულიონი გამჭვირვალე და ღიაა. ბურღული არ ჩახარშულა, ფორმა შეინარჩუნა. კერძი რესტორნისას მოგაგონებთ! მთავარია, ინგრედიენტების რაოდენობა და მომზადების თანმიმდევრობა დაიცვათ. იმედია, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ კულინარიული ოცნებების ახდენაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს