ახლოვდება საახალწლო დღესასწაულები! მოცემულ სტატიაში რედაქცია პაპარაცი მოგითხრობთ, თუ რომელი კერძები უნდა მოამზადოთ ვეფხვის წლის აღსანიშნავად.
რა მოვამზადოთ ახალი წლისთვის?
2022 წლის სიმბოლო ცისფერი წყლის ვეფხვი იქნება. ის განასახიერებს სიმშვიდესა და თავდაჯერებულობას. ამბობენ, რომ ახალ წელს მხოლოდ მას გაუმართლებს, ვისაც არ შეეშინდება საკუთარ ცხოვრებაში ცვლილებების შეტანის. მოთმინება და სიბრძნე- ფუნდამენტია ნებისმიერი მიზნის მისაღწევად. იმისათვის, რომ ამაში ზოლებიანი მტაცებელი ცხოველი დაგეხმაროთ, საახალწლო ღამეს იგი გემრიელი კერძებით უნდა მოთაფლოთ.ზოგადად, ვეფხვი უპრეტენზიოა საჭმლის საკითხში და ყველაფერს მიირთმევს, თუმცა არსებობს გარკვეული შეზღუდვებიც. რადგან ცხოველი ხორცით იკვებება, მის გარეშე საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია. სჯობს თავი შეიკავოთ საქონლის ხორცის გამოყენებისგან. ერთი ლეგენდის თანახმად, ხარმა სძლია ვეფხვს თანაბარ ბრძოლაში, რითაც იგი დაამცირა. სწორედ ამიტომ აღმოსავლეთის ქვეყნებში ამ ცხოველებს ერთმანეთის სასტიკ მტრებად მიიჩნევენ.ვეფხვს განსაკუთრებით მოეწონება მაყალზე შემწვარი მწვადი. სხვათაშორის, თუ არ ჭამთ ხორცს, შეგიძლიათ იგი სოიოს ან სხვა მცენარეული ანალოგებით ჩაანაცვლოთ.
საახალწლო მენიუ – რთულად მოსანელებელ ხორცს საუცხოოდ აბალანსებს შედარებით მსუბუქი ბოსტნეულის გარნირები. შეეცადეთ კერძში დაამატოთ ყვითელი და ნარინჯისფერი ფერები. გაამრავალფეროვნეთ საახალწლო მენიუ რამდენიმე ხორცის სალათით.თუ ცივი ხემსების მომზადებას კანაპეს ან ბუტერბროდების სახით გეგმავთ, სჯობს ისინი სრულყოთ ღორის ხორცით ან პაშტეტით. ცისფერი წყლის ვეფხვი ტკბილეულის მოყვარულია! ამგვარად, შეგიძლიათ თამამად მოამზადოთ საფირმო დესერტი.მოყვითალო-ნარინჯისფერი სასმელები ვეფხვს აღტაცებაში მოიყვანს. ეს შეიძლება იყოს კოქტეილები, მორსები ან ახლად გაწურული წვენები. ალკოჰოლური სასმელები სჯობს საკუთარი გემოვნებით შეარჩიოთ. გახსოვდეთ, რომ ამ კუთხით ზედმეტი არ მოგივიდეთ, რათა ვეფხვი არ განარისხოთ.
რომელი კერძების მომზადება არ შეიძლება ვეფხვის ახალ წელს? – გირჩევთ, რომ საახალწლო მენიუდან გამორიცხოთ ნებისმიერი თევზის კერძი. ამურის ვეფხვისგან განსხვავებით, დანარჩენები მას ვერ იჭერენ.გაზიანი სასმელებიც აკრძალულია. შუშხუნის ხმის გაგონებისას მტაცებელი ცხოველი პოტენციურ საფრთხეს გრძნობს. სჯობს მისი სიმშვიდე არ დაარღვიოთ.არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობა, ნათესავები და ოჯახის წევრები გაახაროთ ახალი კერძებით.