მთელი ოჯახისთვის როგორ მოვამზადოთ ვახშამი, თუ მარაგში მხოლოდ 400 გრ. კარტოფილი და ცოტა ყველი გვაქვს.

232

კარტოფილისგან უამრავი კერძის მომზადება შეიძლება, ის ყველაზე პოპულარული პროდუქტია ჩვენს სამზარეულოში. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გასწავლით როგორ მოამზადოთ ყველის ჩხირები კარტოფილით. დაგჭირდებათ ცოტა კარტოფილი და ყველი – მსუყე და გემრიელი ვახშამი კი თქვენს სუფრაზე აღმოჩნდება.

როგორ მოვამზადოთ ყველის ჩხირების

ინგრედიენტები

  • 400 გრ. კარტოფილი
  • 90 გრ. მაგარი ყველი
  • 90 გრ. სიმინდის სახამებელი
  • მარილი და სანელებლები გემოვნებით
  • ზეთი

მომზადების წესი

  1. გაფცქვენით კარტოფილი, დაწერით პატარა ნაჭრებად, მოხარშეთ და დაჭყლიტეთ კარგად, დააბლენდერეთ ან გახეხეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
  2. გახეხეთ ყველი. სახეობა შეარჩიეთ სურვილისამებრ, მაგრამ ყველაზე ინტენსიური გემო ექნება ჩედარს.
  3. ჯამში აურიეთ კარგად ერთმანეთში კარტოფილის პიურე, სახამებელი, ყველი. უნდა მიიღოთ ცომისებრი მასა.
  4. მოათავსეთ ცომი პაკეტში და გააბრტყელეთ. ფრთხილად მოაცალეთ პაკეტი და დაჭერით მიღებული ფენა თანაბარ ნაჭრებად.
  5. ღრმა ტაფაში გააცხელეთ დიდი რაოდენობით ზეთი და ჩაუშვით შიგნით ჩხირები. შეწვით ოქროსფერი ქერქის მიღებამდე. მზა ჩხირები დააწყვეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა შეიწოვოს ზედმეტი ცხიმი.

მარტივი და გემრიელი ვახშამი მზად არის! რა თქმა უნდა, ეს გემრიელი კერძი ბოროტად არ უნდა გამოიყენოთ. ყველას გეცოდინებათ, რომ ზეთში შემწვარი პროდუქტები არც თუ ისე სასარგებლოა. უბრალოდ დროდადრო გაინებივრეთ ხოლმე თავი. დაიცავით ბალანსი ჯანსაღ საკვებსა და სასიამოვნოს შორის. ყველას უყვარს ყველიანი ჩხირები და ხანდახან მისი ჭამით არაფერი დაშავდება.ხშირად ვამზადებ ხოლმე კარტოფილიან და ყველიან ჩხირებს. თა დავუმატებთ რომელიმე მსუბუქ სალათს და ცოტა სოუსს, მივიღებთ სრულფასოვან ვახშამს. მიედი გვაქვს მოგეწონებათ ეს რეცეპტი და საპატიო ადგილს დაიკავებს ის თქვენს სამზარეულოში. გაგვიზიარეთ შედეგები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს