ერბოკვერცხი საუზმეზე ყველაზე პოპულარული კერძია მსოფლიოში. კვერცხი შეიცავს პროტეინს, რომელსაც ორგანიზმი სწრაფად ითვისებს, ამასთან არის დაბალკალორიული პროდუქტი. დიეტოლოგები გვირჩევენ მივიღოთ მოხარშული კვერცხი საღამოობით, რადგან ის თრგუნავს შიმშილის შეგრძნებას და ხელს უწყობს წონის კლებას. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში მოგიყვებით რა ვიტამინებს შეიცავს კვერცხი და რამდენად სასარგებლოა ის ადამიანისთვის.
რამდენად სასარგებლოა კვერცხი ადამიანისთვის
100 გრამ პროდუქტში არის მხოლოდ 150 კალორია. კვერცხს ორგანიზმი 97%-ით ითვისებს და არ შეიცავს ნახშირწყლებს. შეიცავს 40-ზე მეტ ვიტამინს: В, А, С, D, Е, РР, კალიუმს, მაგნიუმს, ცინკს, სელეს, თუთიას, რკინას, იოდს, ნატრიუმს და კიდევ მთელ მენდელეევის სისტემას.
სელენი, თუთია, კობალტი მონაწილეობენ იმუნური და საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესებაში, აქვთ ანტიოქსიდანტური თვისებები. კვერცხის გული შეიცავს ლუტეინს, რომელიც კარგ გავლენას ახდენს მხედველობაზე, ხოლო ქოლინი სასარგებლოა ღვიძლისთვის. ქოლინი, რიბოფლავინი, А და D ვიტამინები ყველაზე ღირებულია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ბიოტინი არის ცილა, რომელიც საუკეთესო გავლენას ახდენს კანის, თმისა და ფრჩხილების ხარისხზე.კვერცხის დღიურ რაოდენობაზე დიეტოლოგებს სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ. დღისათვის არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მისი ყოველდღიური მოხმარება უარყოფითად მოქმედებდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ჯერ კიდევ მიმდინარეობს კვლევები და ზუსტი პასუხი არ გვაქვს.
რომელი კვერცხი ჯობია – ექიმი ერიკ ბერგი არის ჯანსაღი კეტოს ექსპერტი და ავტორი წიგნისა “ჯანსაღი კეტო და ცხიმების წვის 7 პრინციპი”. ის მიიჩნევს, რომ ზრდასრულ ადამიანს შეუძლია დღეში 4 კვერცხი მიირთვას. ამით უზრუნველყოფს ჯანსაღი ცხიმების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების დღიურ ნორმას.კვერცხი არ უნდა მიირთვათ უმი სახით. სასურველია მოხარშოთ, ან შეწვათ მთლიანად ცხიმის გარეშე, რათა შეუნარჩუნოთ სასარგებლო ნივთიერებები. ექიმი ბერგი ამბობს, რომ ათქვეფის შემთხვევაში კარგავს სასარგებლო ელემენტების დიდ ნაწილს. ამიტომ დაახალეთ პირდაპირ ტაფაზე და მსუბუქად აურიეთ.
კვერცხის ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პირობებში იმყოფებოდნენ ქათმები. მნიშვნელოვანია, რომ ისინი სეირნობდნენ ბალახზე, ჭამდნენ ხოჭოებს და სხვა მწერებს. ასეთი ქათმის კვერცხი ბევრად უფრო სასარგებლო იქნება.ყიდვამდე შეამოწმეთ ხოლმე კვერცხი. ახალ კვერცხს აქვს მატირებული ზედაპირი და არ პრიალებს. პრიალს ის დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ იწყებს. მაცივარში კვერცხი შეგიძლიათ შეინახოთ 12 კვირამდე, ხოლო ოთახის ტემპერატურაზე ცივ სეზონზე ერთ თვემდე.
რჩევა რედაქციისგან: თუ ძილის წინ შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ, მიირთვით კვერცხი. დიეტოლოგები თვლიან, რომ თუ ღამით შევჭამთ კვერცხს, ან ქათმის ფილეს, ორგანიზმი ძილის დროს მის მონელებაზე დიდ ენერგიას დახარჯავს და წონაში დაიკლებთ. თქვენ გიყვართ კვერცხი? რომელ კერძს ამზადებთ მისგან? გაგვიზიარეთ კომენტარებში.