თუ სკუმბრიას თქვენს ოჯახში ხშირად მიირთმევენ, აუცილებლად გენდომებათ მრავალფეროვანი რეცეპტების გამოცდა ამ პროდუქტის გამოყენებით. სკუმბრია უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს და გემრიელია როგორც მოხარშულ, ისე შემწვარ მდგომარეობაშიც. სხვათა შორის, მისგან კოტლეტების მომზადებაც შეიძლება.
სკუმბრიას კოტლეტები
ამ რეცეპტში ინგრედიენტების რაოდენობა საშუალებას გვაძლევს, ცოტაოდენი თევზისგან დიდი რაოდენობით კოტლეტი მომზადდეს.
სკუმბრიასგან ყველაზე გემრიელი კოტლეტები მაშინ გამოგივათ, თუ თევზის ფარშს ცოტაოდენ როზმარინსა და სალბს დაუმატებთ. სწორედ ეს ბალახებია თევზის კერძების საუკეთესო დანამატი.
ინგრედიენტები
- 600 გ სკუმბრია
- 300 გ კარტოფილი
- 1 დიდი სტაფილო
- 1 ს.კ. პირშუშხა
- 1 კვერცხი
- 1 კონა მწვანე ხახვი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- 100 გ საფანელი
- როზმარინი, სალბი
მომზადება
1. პირველ რიგში, თევზი უნდა მოამზადოთ. სკუმბრია კარგად გარეცხეთ და გამოშიგნეთ. წვრილად დაჭერით ფილე დანით.
თევზის დაქუცმაცება ბლენდერშიც შეიძლება, თუმცა, უფრო გემრიელი გამოვა, თუ კოტლეტში მოზრდილი ნაჭრები შეგხვდებათ.
2. გარეცხეთ კარტოფილი და სტაფილო. კარტოფილი მოხარშეთ და დაჭყლიტეთ, ხოლო სტაფილო დაჭერით პატარა კუბებად ან დახეხეთ მსხვილად. ამის შემდეგ, შეწვით იგი ზეთზე.
3. ჭურჭელში შეურიეთ თევზის ფარში, პირშუშხა, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და კარტოფილის პიურე. აუცილებლად დაუმატეთ ცოტაოდენი სანელებელი.
4. მასა დაყავით 8 ნაწილად და გააკეთეთ კვერები. კვერების ცენტრში დაალაგეთ ცოტაოდენი შემწვარი სტაფილო.
5. დაამრგვალეთ კოტლეტებთან, ამოავლეთ ფქვილში, შემდეგ კვერცხსა და საფანელში.
6. იმისათვის, რომ კოტლეტებმა ფორმა შეინარჩუნოს, შედგით მაცივარში 15 წუთით. ორივე მხრიდან 5-5 წუთით უნდა შეწვათ, საშუალო ცეცხლზე.
აი, ასე უნდა მოამზადოთ კოტლეტები სკუმბრიასგან. მიირთვით ახალდამზადებულ სალათთან ერთად.
ასევე, შეგიძლიათ, კოტლეტები გაყინოთ, საჭირო მომენტში კი მოამზადოთ. მსგავსი “ნახევარფაბრიკატები” მაშინ გამოგადგებათ, როცა უეცრად სუფრის გაშლა გახდება საჭირო.