ტრადიციული იტალიური სადღესასწაულო კექსის გამოცხობის ინსტრუქცია.

4558

იტალიური კექსები მთელ მსოფლიოშია განთქმული: არსად ამზადებენ ასეთ რბილ, ფუმფულა, არომატულ ნამცხვრებს. ფუფუნების პურებს აცხობენ შობაზეც, აღდგომაზეც, ნებისმიერ სადღესასწაულო შემთხვევაზე. მეც გამიჩნდა იდეა, საშინაო პირობებში მომემზადებინა ეს საკონდიტრო ხელოვნების გასაოცარი ნიმუში, რისთვისაც უამრავი რეცეპტი გამოვცადე.

შიგთავსიანი საშობაო კექსი უბადლო გამოვა, თუ ზედმიწევნით დაიცავთ აღწერილ რეცეპტს. გაამახვილეთ ყურადღება გამოყენებული პროდუქტების ხარისხზეც.

მნიშვნელოვანი ნიუანსი: უმჯობესია, საშობაო კექსი წინასწარ მოამზადოთ, რათა რამდენიმე დღე გაჩერდეს და გაიჟღინთოს ჩირის არომატით. 2-3 დღეში მისი დაჭრა შეგიძლიათ. შესანიშნავი იდეა – აჩუქეთ ახლობლებს სადღესასწაულო კექსის ნაჭერი, გახვეული ლამაზ შეფუთვაში.

საშობაო კექსი ჩირით

ინგრედიენტები

  • 800 გ ფქვილი
  • 1 ჭიქა რძე
  • 1.5 ჭიქა შაქარი
  • 40 გ უმი საფუარი
  • 150 გ კარაქი
  • 3 კვერცხი
  • 2 კვერცხის გული
  • 2/3 ჭიქა ცუკატები
  • 150 გ ქიშმიში
  • 150 გ კურაგა
  • 1 ჩ.კ. მუსკატის კაკალი
  • 0.5 ჩ.კ. ილი
  • 1 ს.კ. დახეხილი ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა
  • 2 პაკეტი ვანილის შაქარი

მომზადება

1. შეურიეთ საფუარი 2 ს.კ. შაქარს. დაუმატეთ 3-4 ს.კ. თბილი რძე. ამ მასასვე შეურიეთ 2 ს.კ. ფქვილი. გააჩერეთ 15 წუთით – სანამ მის ზედაპირზე ბუშტუკები არ გაჩნდება.

2. გაცერით 2 ჭიქა ფქვილი თასში. დაუმატეთ თბილი რძე და კარგად მოურიეთ. ამ ეტაპზე მასა წელვადი უნდა იყოს. დაუმატეთ მომზადებული საფუვრის მასაც.

3. ნაზად მოზილეთ ცომი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გააჩერეთ თბილ ადგილას 1-2 საათით.

4. ათქვიფეთ კვერცხი ქაფებამდე, დაუმატეთ კვერცხის გულები და ჩაასხით ცომში. აქვე დაუმატეთ დარბილებული, დაჭრილი კარაქი და შაქარი.

5. დაუმატეთ კიდევ 3 ჭიქა ფქვილი, შაქარი და სანელებლები (არ დაგენანოთ). არომატისთვის, ჩაასხით 2 ს.კ. კონიაკი ან რომი – ეს კექსს განსაკუთრებულ გემოს მიანიჭებს.

6. კარგად მოზელილი ცომი დადგით 2 საათით თბილ ადგილას.

7. დაჭერით ცუკატები და ჩირი პატარა ნაჭრებად. თუ საშობაო კექსის მომზადება თხილითაც გსურთ – ახლა მისი დამატებისთვის საუკეთესო დროა. დამდუღრული ქიშმიშის ჩაყრაც არ დაგავიწყდეთ.

8. მოზილეთ ცომი კიდევ ერთხელ. წაუსვით ფორმას კარაქი, მოათავსეთ მასში ცომი და დადგით 1 საათით თბილ ადგილას. აცხვეთ კექსი 180 გრადუსზე, დაახლოებით 45-50 წუთით.

9. შეგიძლიათ, საშობაო კექსი ათქვეფილი ცილითა და თხილით მორთოთ, ან უბრალოდ წაუსვათ კვერცხის გულები, სანამ ღუმელში მოათავსებდეთ.

ასევე, შეგუძლიათ, დაადნოთ მარმელადი დიდი რაოდენობით წყალში, მიკროტალღური ღუმლის გამოყენებით, და მორთოთ კექსი ამ მასით. გამოვა მკვეთრი და ძალიან უჩვეულო. მოსართავად ხილი და საყვარელი ჩირიც გამოგადგებათ.

წითელ ღვინოსთან, ცხელ შოკოლადთან, კაკაოსთან, ყავასთან ან ჩაისთან – საყვარელ სასმლებს ეს ფუმფულა კექსი საუკეთესოდ მოუხდება.

საშობაო კექსის ეს რეცეპტი, უპირობოდ, თქვენი რჩეული გახდება! გაუზიარეტ მეგობრებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს