გერმანული სადღესასწაულო კერძი, რომელიც ახალ წელს იღბალს მოგიტანთ

1400

ოდესღაც, შტოლენი გერმანელი მეფეების საყვარელი დესერტი იყო, ახლა კი ამ უგემრიელესი კექსის გარეშე არც ერთი საშობაო საღამო არ ჩაივლის გერმანიაში. ხოლო დრეზდენში, შტოლენის სამშობლოში, მის საპატივსაცემოდ ფესტივალსაც კი აწყობენ – შტოლენფესტს.

სცადეთ მისი მომზადება ერთხელ მაინც და იგი თქვენი საყვარელი საშობაო ნამცხვარი გახდება – ეს ხომ შესანიშნავი გემოსა და გასაოცარი არომატის  კვინტესენციაა.

საშობაო კექსი

ჩვენმა რედაქციამ მოამზადა საშობაო შტოლენის რეცეპტი. სცადეთ – ერთხელ გასინჯავთ და მთელი ცხოვრება არ დაგავიწყდებათ.

ინგრედიენტები

  • 100 მლ რძე
  • 25 გ მშრალი საფუარი
  • 240 გ ფქვილი
  • 350 გ დარბილებული კარაქი
  • 45 გ შაქარი
  • 225 გ რბილი ქიშმიში
  • 50 გ ნუში
  • 35 გ ცუკატები
  • 30 გ ბერძნული კაკალი
  • 30 გ ტყის თხილი
  • 1/2 ფორთოხლის ცედრა
  • 1/2 ლიმონის ცედრა
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 1 კვერცხი
  • 30 მლ წყალი
  • მწიკვი მარილი

ინგრედიენტები მოსართავად

  • 55 გ ვანილის შაქარი
  • 55 გ შაქრის პუდრა
  • 115 გ დამდნარი კარაქი

მომზადება

1. დასაწყისისთვის, შეურიეთ რძე, საფუარი და 110 გ ფქვილი, შემდეგ დაახურეთ პოლიეთილენის პარკი და დადგით თბილ ადგილას. 10 წუთის განმავლობაში, მასის მოცულობა გაორმაგდება.

2. ცალკე თასში ათქვიფეთ კარაქი. დაუმატეთ პირველი მასა, დარჩენილი ფქვილი, შაქარი და ცედრა. მოზილეთ ცომი. შემდეგ დაუმატეთ მარილი და გააგრძელეთ ცომის მოზელა, სანამ იგი რბილი და ელასტიური არ გახდება.

3. გადადეთ ცომი კარაქწასმულ თასში, დაახურეთ საკვები ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას 20 წუთით. ამის შემდეგ, ოდნავ მოურიეთ ცომს, რათა მოგროვილი ჰაერი გამოთავისუფლდეს, ისევ დაახურეთ ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას 20 წუთით.

4. ახლა გადავიდეთ ჩირსა და თხილზე. აიღეთ ცომი და გადადეთ სამუშაო ზედაპირზე. დაჭყლიტეთ მასა, დაუმატეთ ნუში, ცუკატები, ქიშმიში, ფორთოხლის ცედრა, ბერძნული და ტყის თხილები, და მოზილეთ ცომი ხელით. ასე თხილი და ცუკატები მთლიანობას შეინარჩუნებს.

5. შემდეგ, როგორც კი ყველა ტკბილი დანამატი ცომს შეერევა, დაყავით მასა ორ ნახევრად და დაახურეთ საკვები ცელოფანი, დადგით თბილ ადგილას 5 წუთით. შემდეგ ხელებით დაჭყლიტეთ ცომის ნაჭრები და გააკეთეთ ორი დიდი კვერი.

თითოეული კვერი გააბრტყელეთ 4-სანტიმეტრიან ფირფიტებად. ცომის შუაში გააკეთეთ ჩაღრმავება. გადაკეცეთ ცომი, ოღონდ შუაზე არა, 1/3-ზე, ჰორიზონტალურად. შემდეგ ისევ გააჩერეთ ცომი 5 წუთით, ცელოფანდახურული.

6. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი და დაალაგეთ შტოლენის კვერები, გააჩერეთ 45 წუთით, დაახურეთ საკვები ცელოფანი ან ნამიანი ტილო.

7. კვერცხი, წყალი და მარილი შეურიეთ და წაუსვით მიღებული მასა მომავალ საშობაო კექსს. აცხვეთ შტოლები დაახლოებით 40 წუთით, 170 გრადუსზე.

8. მომზადების შემდეგ, აცადეთ შტოლენს გაგრილება და მხოლოდ ამის შემდეგ წაუსვით ფუნჯით დამდნარი კარაქი, მოაყარეთ შაქრის პუდრა და შაქარი.

9. შეინახეთ შტოლენი პერგამენტის ქაღალდში, ოთახის ტემპერატურაზე.

ასევე, გთავაზობთ იორკშირული ნამცხვრის მომზადებასაც, რომელიც ისევე ქმნის სადღესასწაულო განწყობას, როგორც შტოლენი.

რაც მთავარია, შტოლენი მხოლოდ კარგი განწყობით უნდა გამოაცხოთ – ასე იგი უფრო გემრიელი გამოვა და თქვენი ახლობლებიც აუცილებლად იგრძნობენ, რომ კექსი სიყვარულითა და მთელი სულითაა მომზადებული.

გილოცავთ დამდეგ შობას და გისურვებთ, იგი ბედნიერად და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ.

მოგეწონათ რეცეპტი? გაუზიარეთ მეგობრებსა და ნაცნობებს – იქნებ რომელიმე მათგანს სწორედ თქვენთვის მოუნდეს ნამცხვრის გამოცხობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს