ამ ღვეზელს ღვეზელების მეფეს ან სამეფო ღვეზელს უწოდებდნენ. მას დიდ დღესასწაულებზე ამზადებდნენ: აღდგომაზე, სამებაზე ან ქორწინების აღსანიშნავად. paparazzi.ge-ს რედაქცია გირჩევთ, არ დაელოდოთ განსაკუთრებულ შემთხვევას და მოამზადოთ ეს ღვეზელი ახლავე.
როგორ მოვამზადოთ ქათმის ღვეზელი
ინგრედიენტები ცომისთვის
- 0.5 კგ ხორბლის ფქვილი
- 100 გ მარგარინი
- 100 გ არაჟანი
- 1 კვერცხი
- 1/2 ჩ.კ. სოდა
- 1/2 ჩ.კ. მარილი
ინგრედიენტები გულსართისთვის
- 300 გ კარტოფილი
- 100 გ ხახვი
- 250 გ ქათმის ფილე
- 1/2 ჩ.კ. მარილი
- 1/4 ჩ.კ. წიწაკა
- 50 გ მწვანილი
- 1 ს.კ. წყალი
მომზადება
- ღრმა თასში დაარბილეთ მარგარინი, შემდეგ დაუმატეთ არაჟანი და მოურიეთ მასას ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე.
- ათქვიფეთ კვერცხი და დაუმატეთ არაჟნის მასას.
- ჩააქრეთ სოდა 3-4 წვეთი სუფრის ძმრით. შემდეგ დაუმატეთ მომავალ ცომს.
- ფრთხილად გაცერით ფქვილი და ნელა დაუმატეთ ცომს. მუდმივად ურიეთ მასას.
- ჩაზილეთ ცომი, შემდეგ დააფარეთ ხელსახოცი და დაასვენეთ 30 წუთით.
- გულსართის მოსამზადებლად, დაჭერით ქათმის ფილე პატარა კუბებად.
- გაფცქვენით ხახვი და კარტოფილი. ხახვი დაჭერით რკალებად, კარტოფილი – კუბებად. ამ ეტაპზე დააქუცმაცეთ მწვანილიც.
- შეურიეთ ხახვი, კარტოფილი, ქათმის ფილე და მწვანილი. მოაყარეთ მარილი და პილპილი.
- დაყავით ცომი ორ ნაწილად (1 ნაწილი მეორეზე დიდი უნდა იყოს). დიდი ნაწილი გააბრტყელეთ და დადეთ საცხობ ფორმაზე, ამასთან, ცომის კიდეები კედლებიდან უნდა გადმოდიოდეს.
- მოათავსეთ გულსართი ცომზე, შემდეგ მოასხით 1 ს.კ. წყალი წვენისთვის. დაახურეთ ამ ყველაფერს ცომის მეორე გაბრტყელებული ნაწილი და შეაწებეთ კიდეები, აუცილებლად დატოვეთ ხვრელი ორთქლისთვის. წაუსვით ღვეზელს კვერცხის გული და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 1.5 საათით.
გაუზიარეთ ამ მადისაღმძვრელი ღვეზელის რეცეპტი მეგობრებსაც.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს