მეგობრები ფიქრობენ, რომ გამიმართლა და მოდელის ფორმებით დავიბადე, არადა უბრალოდ რამდენიმე პროდუქტს არ ვჭამ

0
166
photo credit: depositphotos

გაზაფხული დადგა და დროა წონის გაკონტროლება დაიწყოთ. ზამთარი გავიდა და ზედმეტი ცხიმი აღარ გვჭირდება. რა თქმა უნდა, ამ 3 თვეში მოდელის ფორმები არსაიდან ვერ გაჩნდება, მაგრამ გარეგნობის გაუმჯობესება შეიძლება.მთავარია, ზომიერად იკვებოთ და ცოტა დრო სუფთა ჰაერზე გაატაროთ და შესაძლებლობის მიხედვით, დილით 10-15 წუთით ივარჯიშოთ. ასე სანაპიროზე ტრაბახის მიზეზი გექნებათ. Paparazzi.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ერთად გადავხედოთ სწორი კვების პოპულარულ თეზისებს და გავარკვიოთ, რა არის წარმატების გასაღები.

მოდელის ფორმები

ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები

ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები ნებისმიერ ნატურალურ პროდუქტში გვხვდება. ნახშირწყლები საწვავის როლს ასრულებენ: უკეთ სამუშაოდ ენერგიას გვაწვდის, ნორმალურად ფიქრსა და დასვენებაში გვეხმარება. ცხიმები ნივთიერებათა ცვლას ხელს უწყობს და სახსრების შესაზეთ მასალას წარმოადგენს. ცილები ორგანიზმს კუნთების ფორმირებისთვის სჭირდება.

პრობლემა იმაშია, რომ ნახშირწყლებს ორგანიზმში დაგროვება და ცხიმებად გარდაქმნა შეუძლია. ის ადამიანებს უფრო სწრაფად ასუქებენ, ვიდრე ცხიმები, განსაკუთრებით, ნატურალური. მაგალითად, ადამიანს უყვარს პური ღორის ქონით. ამ შემთხვევაში ადამიანი უფრო გასუქდება პურით (რადგან მასში ბევრი ნახშირწყალია), ვიდრე ღორის ქონით (ჩვეულებრივი ცხიმით).

შესაბამისად, წონის დასაკლებად არ გირჩევთ შემდეგი პროდუქტების მიღებას: ნამცხვრები, ნაყინი, ტორტები, ფუნთუშეული, გაზიანი სასმელი (შაქარი=ნახშირწყლები), კანფეტები. გარდა ამისა, არსებობს უსარგებლო საკვები, რომლის მიღება არასდროს არ ღირს. მაგალითად: შებოლილი ძეხვი, ხორცი და თევზი, მარგარინი, მდნარი ყველი, მანანის ბურღული (იმის გამო, რომ მასში არაფერი სასარგებლო და საჭირო არაა) და რძის ფხვნილით მომზადებული რძის პროდუქტები.

აი, გახდომის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროდუქტების მიღება: მთელი მარცვლეულის ფქვილისგან მომზადებული უსაფუარო პური, პრაქტიკულად ნებისმიერი ფაფა, მანანის გარდა, ლობიო (მცენარეული ცილები), ყველა ბოსტნეული და ხილი (ზომიერად), კენკრა, კაკალი და თესლი (ასევე ზომიერად, მათში ბევრი მცენარეული და ძალიან სასარგებლო ცხიმია).

ასევე კვერცხის (მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მასში ცოტა ქოლესტერინია), ავოკადოს (ცხიმები), ნებისმიერი სუფთა თევზის და ზეთების მიღების არ შეგეშინდეთ.

საჭმელზე უარის თქმა სწრაფად გასახდომად

პირდაპირ გეტყვით: ეს სისულელეა. პირველ რიგში, ჭამაზე უარის თქმით თქვენს მოვალეობებს უბრალოდ ვერ შეასრულებთ. სამსახურის, სახლის საქმეები, თუ ბავშვების აღზრდა. ადამიანს ჭამის გარეშე არ შეუძლია, მით უმეტეს, ის ჩვენს ტვინს სჭირდება. უჭმელობით გონება იბინდება, ფიქრი რთულდება და მუდმივად დაღლილობა გვაწუხებს. ვის სჭირდება ეს?

თან ყოველთვის არსებობს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაზიანების საფრთხე. წყლული ან რაიმე შეტევა მხოლოდ ყვავილებია. თუ ესეც არ გაშინებთ, კიდევ ერთი მიზეზი არსებობს. ორგანიზმი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ნორმალურად არ იკვებება, ენერგიის დაზოგვის რეჟიმზე გადადის. მარტივად რომ ვთქვათ, კუნთებს წვავს და ცხიმად გარდაქმნის. და არა, პირიქით. მოკლედ, გახდომის ნაცვლად მოიმატებთ. საუკეთესო ალტერნატივა არაა.

საღამოს არ ჭამოთ

რა თქმა უნდა, თქვენზეა დამოკიდებული. თუ 18:00 საათის შემდეგ გშიათ, მიირთვით. ამით ცუდი არაფერი მოხდება, ზოგს ეხმარება კიდეც. ზოგი კუჭში სიმძიმეს გრძნობს, თუ გვიან საღამოს შეჭამს. თუმცა ეს უმცირესობაა. გირჩევთ, რაიმე მსუბუქით ივახშმოთ, მაგალითად, ხაჭო ან ბანანი მიირთვათ. ღამის 2 საათზე კარტოფილის შეწვა ნამდვილად არ ღირს.

ჩემი მშობლები მსუქნები არიან და მეც ვიქნები. ეს გენეტიკაა

ეს სისულელეა. შესაძლოა, ისეთი სხეულის ტიპი გაქვთ, რომელიც ზედმეტ ცხიმს და კუნთს იგროვებს (ასეთ ხალხს ენდომორფებს უწოდებენ), მაგრამ ეს ნორმალურია. მთავარია, დივანზე არ იწვეთ და თავი ბოდიპოზიტიურ ადამიანად იგრძნოთ, არამედ სწორად იკვებოთ. რა თქმა უნდა, ვარჯიში ხელს არ შეგიშლით. პირიქით, გულისთვის კარგია.

შემდეგ ფიზიკის კანონები მოქმედებს. თუ საკმარის ენერგიას მოიხმართ, შესაბამისი ფორმები გექნებათ. თუ აჭარბებთ, გამოდის სარკეშიც „სიჭარბეს“ დაინახავთ. ადამიანი 1 ჭიქა წყლით და პურის ნაჭერით არ სუქდება. დღიური იქონიეთ და ჩაიწერეთ ყველაფერი, რასაც ჭამთ. საერთოდ, ყველაფერი.

წყალი და გრეიფრუტი

არსებობს მოსაზრება, რომ დღეში 2 ლ წყალი უნდა დალიოთ. გეთანხმებით, თუ მაღალი და სპორტით დაკავებული ხართ. როგორც მინიმუმ, წყალი მაშინ უნდა დალიოთ, როცა გწყურიათ. კიდევ უფრო მარტივი: 1 ჭიქა წყალი რამდენიმე საათში ერთხელ. ზამთარში უფრო ნაკლებად, ვიდრე ზაფხულში. არანაირი სერიოზული კვლევა არ არსებობს, რომ წყალი დაკლებას ხელს უწყობს.

წყალთან ერთად გრეიფრუტის და ნიახურის მიღების ცრურწმენა არსებობს, რომლებიც თითქოსდა ჭარბ ცხიმს წვავენ, სანამ მათ მოინელებთ. ნამდვილად, ეს პროდუქტები მსუბუქია და არ გაგასუქებთ. თუმცა გრეიფრუტში შაქარი, მარტივი ნახშირწყლები შედის, რომელიც წამებში ცხიმად გარდაიქმნება. ბევრი ნიახური უბრალოდ კუჭს წელავს. არა მგონია, რომ ეს ძალიან გსურთ.

დიეტოლოგია მთელი მეცნიერებაა. ის ბევრ სხვადასხვა ფაქტორს ითვალისწინებს, როგორიცაა გლიკემიური ინდექსი, ცილების ბიოსინთეზი და სხვა მოსაწყენი რამ. ამ საკითხში ჩაღრმავება პროფესიონალ სპორტსმენებს, მსახიობებს და ძალიან ავადმყოფ ხალხს სჭირდება. ჩვენ კი ზემოთ აღწერილიც გვეყოფა. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რჩევებით სასურველ ფორმას მიიღებთ და საზაფხულო ტანსაცმელში თვალის მომჭრელი იქნებით!