არსებობს მოსაზრება, რომ “სკანდინავიური სიარული” სირბილზე ეფექტურია და წონის კლებაში გვეხმარება.

397

სკანდინავიური სტილის სიარული ასოცირდება აქტივობასთან მოხუცებისთვის. ხელჯოხით ხომ სწორედ ისინი სეირნობენ, მაგრამ ეს ასე არ არის.  სკანდინავიური წესით მოსიარულეთა ჯგუფი შორიდან ისე ჩანს, თითქოს თხილამურებით სრიალში მოვარჯიშეები არიან. სინამდვილეში, ეს არის გასეირნება სუფთა ჰაერზე და იმავე დროს, ფიზიკური ფორმის შენარჩუნება. პაპარაცის რედაქცია დღეს ამ ტექნიკაზე მოგიყვებათ.

სკანდინავიური სიარულით ვარჯიში

გამაჯანსაღებელი სიარულის ისტორია – სკანდინავიური სიარული სათავეს ძველ დროში იღებს, მაშინ, როდესაც მწყემსები იყენებდნენ ჯოხებს მოგზაურობის დროს. შემდეგ ამ მეთოდმა მეორე სიცოცხლე 1940-იანი წლებიდან დაიწყო მაშინ, როდესაც ფინელმა მოთხილამურეებმა დაიწყეს მისი გამოყენება არასათხილამურო დროს ვარჯიშისთვის. 1990-იანი წლების ბოლოს სკანდინავიური სიარული სპორტის ცალკე სახეობად ჩამოყალიბდა და მაშინვე ძალიან პოპულარული გახდა.

სიარულის ტექნიკა – სკანდინავიური სიარული კი მოიაზრებს ცვეულებრივ ინტენსიურ სეირნობას, მაგრამ მაინც მოითხოვს გარკვეული წესების დაცვას. მოძრაობა უნდა იყოს სინქრონული, ხელის და ფეხის სწორი მონაცვლეობით: ჯერ მარჯვენა ფეხი და მარცხენა ხელი წინ, შემდეგ მარცხენა ფეხი და მარჯვენა ხელი. უნდა იაროთ მკვეთრი მოძრაობების გარეშე. ნაბიჯის დადგმის დროს მიწაზე ჯერ დგამთ ფეხის ქუსლს და მიდიხართ ცერებისკენ.

რეგულარული სიარულის სარგებელი – რეგულარული სეირნობა და ფეხით სიარული ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგია, ხოლო სკანდინავიური სიარული მითუმეტეს. ჯოხებით სეირნობის დროს ერთდროულად მუშაობს ბევრი კუნთი და აქტიურად იწვება კალორიები. უფრო მეტი ეფექტისთვის ეს ტექნიკა უნდა გამოიყენოთ კვირაში ხუთჯერ. უნდა აღინიშნოს, რომ სკანდინავიური სიარული ბევრ რამეზე დადებითად მოქმედებს. პირველ რიგში, ზურგსა და სახსრებზე. აგრეთვე, იდეალური კარდიო ვარჯიშია ყველა ასაკისთვის და აუმჯობესებს გუნება-განწყობას.

უცნაური სპორტული სახეობის პოპულარობა – როგორც ხედავთ, ამ სპორტის პოპულარობის მიზეზი საკმაოდ ბევრია. არც ისე ბევრია ვარჯიში, რომელიც გეხმარება ფორმის შენარჩუნებაში და ამავე დროს სასიამოვნო კომპანიაში სეირნობისგან შედგება. ამასთან სულაც არ არის საჭირო ქანცის გაწყვეტამდე ვარჯიში.

თქვენ გსმენიათ ამ მეთოდის შესახებ? კიდევ იცით რამე საინტერესო ფაქტი სკანდინავიურ სიარულზე? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს