საკვები, რომელიც სწრაფად დაგაკლებინებთ წონაში და დაგეხმარებათ გაახალგაზრდავებაში

125

ზაფხულისთვის მზადება საკმაოდ ფაქიზი საქმეა და მისი დაწყება ნებისმიერ მომენტში შეიძლება. საერთოდ არაა საჭირო დაელოდოთ შემოდგომის დაადგომას, რათა დაარეგულიროთ თქვენი რაციონი და დაკავდეთ ფიზიკური აქტივობით. მოცემულ სტატიით რედაქცია პაპარაცი კიდევ ერთხელ გახსენებთ, რომ საჭიროა ყურადღება დაუთმოთ სწორ კვებას. მოგიყვებით პროდუქტებზე, რომელთა დახმარებით მარტივად დაიკლებთ წონაში!

ზაფხულისთვის მზადება

დიეტაზე მყოფი ადამიანების შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ჭარბი კილოგრამების მოშორებას რაციონიდან კონკრეტული პროდუქტების ამოღებით ცდილობენ. მთავარია გახსოვდეთ, რომ კვება საჭიროებს ბალანსის დაცვას!ყურადღება გაამახვილეთ თხილზე, მათი დახმარებით ჩქარდება ნივთიერებათა ცვლის პროცესი. თუ გსურთ მუდმივად კარგ ფორმაში იყოთ, პროდუქტებთან ერთად რაციონში შეიტანეთ სანელებლები. მაგალითად, დარიჩინი განთქმულია თავისი სასარგებლო თვისებებით. მისი დახმარებით დიდხან შეიგრნობთ სინაყრეს, იგი ასევე აჩქარებს მეტაბოლიზმს. ნამდვილი ცეილონის დარიჩინი არეგულიბს სისხლში გლუკოზის დონეს. ის აქვეითებს ქოლესტერინს, აქვს ანტიმიკრობული, ანტიოქსიდანტური თვისებები.საკვების მიღების შემდეგ ნახევარი გრეიფრუტის მირთმევა დაგეხმარებათ სისხლში ინსულინის დონის ნორმალიზებაში. შედეგად, დაგირეგულირდებათ ჭამის მადა. გრეფრუტზე არანაკლებ ეფექტურია სხვა ციტრუსები. მათ შემადგენლობაში შემავალი C ვიტამინი ხელს უწყობს ცხიმების წვას, იმუნიტეტის ამაღლებას და კოლაგენის გამომუშავების სტიმულირებას.ჭამის მადის დასაქვეითებლად და ნივთიერებათა ცვლის დასაჩქარებლად შეგიძლიათ მიირთვათ ჩილის წიწაკა ან ჯინჯერი.ახლა ვისაუბროთ კენკრასა და ხილზე. პირველი მათგანი შეიცავს პექტინს, რისი დახმარებითაც უჯრედებში ცხიმი აღარ გროვდება, იგივე ეხება ვაშლსაც. ბანანი კალიუმითაა მდიდარი და ებრძვის ორგანიზმში ჭარბ სითხის დაგროვებას, ასევე აჩქარებს მეტაბოლიზმს.ყველამ როდი იცის, რომ ნიორი აქვეითებს ჭამის მადას და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას. აუცილებლად შეიტანეთ ეს პროდუქტი თქვენს რაციონში. სპეციალისტები გვირჩევენ ცხიმიანი ზღვის თევზების მირთმევას, რომლებიც შეიცავს დიდი რაოდენობით შეუცვლელ ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავებს.თუ ჭარბად იღებთ საკვებს, რეგულარულად მიირთვით კვერცხი. ასევე შეიტანეთ რაციონში პარკოსნები, რომლებიც დიდი რაოდენობით ცილებს შეიცავს.

რედაქციის რჩევები: ზაფხულისთვის მზადება კარგი საბაბია იმისათვის, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. გახსოვდეთ, რომ საკუთარ ფიზიკურ ფორმას და კვებას თვალყური მთელი წლის განმავლობაში უნდა ადევნოთ.ზემოთ ხსენებული პროდუქტებიდან რომელია თქვენი რაციონის განუყოფელი ნაწილი? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს