უყურადღებო დიასახლისების შეცდომები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ქამა სოკოს მომზადება იციან.

0
3626

ძალიან მიყვარს სოკო და ხშირად ვამზადებ ხოლმე მისგან სხვადასხვა კერძს. შევამჩნიე, რომ ზოგიერთი შამპინიონი შეწვის დროს შავდება, ხოლო წვნიანში თავის გემოვნურ თვისებებს კარგავს. სოკოს მომზადებას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება, მაგრამ გასათვალისწინებელია რამდენიმე ნიუანსი. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში მოგიყვებით როგორ მოამზადოთ ქამა სოკო ისე, რომ არ გამუქდეს და გასწავლით სხვა ხრიკებსაც.

როგორ მოვამზადოთ ახალი შამპინიონები

სოკო უნივერსალური გარნირია ხორცთან და კარგი დანამატია ნებისმიერ ბურღულთან, კარტოფილთან ან მაკარონთან. მაგალითად, მე ძალიან მომწონს შამპინიონი ბოსტნეულით და მაკარონით. ზუსტად ვიცი, რომ კერძი გამოდის მსუყე და გემრიელი.თუმცა, ხანდახან შეწვის დროს სოკო შავდება. ამას იწვევს მასში შემავალი განსაკუთრებული ნახშირბადი, რომელზეც მაღალი ტემპერატურა ახდენს გავლენას და ეს სავსებით ნორმალურია. რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ კეძის გარეგნული მხარე არ გაგვიფუჭდეს? საბედნიეროდ, არსებობს მარტივი ხრიკი სოკოსთვის ფერის შესანარჩუნებლად.ამისთვის შეწვამდე უნდა მოასხათ სოკოს ლიმონის წვენი. მას აგრეთვე ასხურებენ ვაშლს შარლოტას მომზადებისას, რათა ხილმა ფერი არ შეიცვალოს.წვენი შეგიძლიათ მოასხუროთ უშუალოდ მომზადების დროს. გაითვალისწინეთ, რომ კერძს მისცემს ოდნავ მომჟავო არომატს. თუ ასეთი გემო მოგწონთ, ნუ მოგერიდებათ ექსპერიმენტის.

რა უნდა ვიცოდეთ სოკოს მომზადების დროს – მაღაზიაში ნაყიდი სოკო გასარეცხად წყალში არ ჩაყაროთ. ის ღრუბელივით იწოვს წყალს და კარგავს გემოს და არომატს. ფრთხილად ვხეხავ ხოლმე სათითაოდ გამდინარე წყალში და ასე ვაშორებ კანიდან ჭუჭყს.მნიშვნელოვანია სოკოს სწორად შენახვა. ამისათვის იდეალურია პლასტმასის კონტეინერები მჭიდრო თავსახურით, რომელშიც ჩაფენილი იქნება რამდენიმე ფენა ქაღალდის ხელსახოცი.ახალი შამპინიონები და ხის სოკო უმადაც შეგიძლიათ მიირთვათ. ეს ეხება მხოლოდ კულტივირებულ სოკოებს მსუბუქი და მკვრივი ზედაპირით.ჯობია მოერიდოთ მუქ სოკოებს ლორწოვანი ზედაპირით. გაფუჭებულ შამპინიონებს აქვს გამომშრალი რბილობი და ჭრილზე შეიმჩნევა სიმუქე. მისი ჭამა თერმული დამუშავების შემდეგაც არ შეიძლება.თუ არ გსურთ, რომ ქამა სოკომ თავსის არომატი დაკარგოს, ნუ მოამზადებთ ალუმინის ჭურჭელში. გახურებისას ალუმინი ჟანგავს სოკოში შემავალ კომპონენტებს, რაც გავლენას ახდენს კეძის ფერზეც.

კულინარიული ხრიკები – შეწვით ქამა სოკო მშრალ ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე ოქროსფრის მიღებამდე, ხშირად ურიეთ. როდესაც სოკო შეიბრაწება, დაუმატეთ ზეთი და ცოტა ხანი კიდევ შეწვით. ეს მეთოდი ახლებურად ავლენს სოკოს არომატს.თუ აკეთებთ სოკოს წვნიანს, დაიმახსოვრეთ ოქროს წესი: მეორე დღეს მას ბევრად უკეთესი გემო აქვს, ამიტომ მოამზადეთ საღამოს. გაგიზიარებთ სოკოს წვნიანის მარტივ რეცეპტს:იმისათვის, რომ სოკოს კერძი უფრო არომატული და გემრიელი გამოვიდეს, არ დაგენანოთ მწვანილი და სუნელები. სოკოს უხდება კამა, ოხრახუში, როზმარინი, ორეგანო. აგრეთვე ქინძი, მდოგვის მარცვალი, პიტნა და მუსკატის კაკალი.

რჩევა რედაქციისგან – ჩვენი ბევრი მკითხველი თავად კრეფს ხოლმე სოკოს. მოიპოვეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია სოკოს შესახებ და ფრთხილად შეარჩიეთ ხოლმე ნადავლი.თქვენ რომელი სახეობის სოკოს ანიჭებთ უპირატესობას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.