შულუმი ჩახარშული წვნიანია, რომელსაც, ტრადიციულად, ცხვრის ხორცით ამზადებენ. ლეგენდის მიხედვით, კავკასიელ მწყემსებს ღამით კოცონზე ხორცითა და წყლით სავსე ქვაბი დარჩათ. დილით შესანიშნავი წვნიანი აღმოაჩინეს. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში, ამ წვნიანის მომზადების ტექნიკა სრულიყო, კერძის გემო კი გაუმჯობესდა. დღეს სწორედ მის რეცეპტს გთავაზობთ, სხვადასხვა ინგრეიდენტის გამოყენებით.
როგორ მოვამზადოთ შულუმი
ითვლება, რომ ყველაზე გემრიელი შულუმი კოცონზე გამოდის, ყველა ინგრედიენტი (განსაკუთრებით, ხორცი) ბოლით რომ გაიჟღინთოს. ხანგრძლივ ლაშქრობებზე, ასეთი წვნიანი ბევრი ტურისტისა თუ მონადირის საყვარელი საუზმეა. საბედნიეროდ, შულუმის მომზადება სახლშიც შეიძლება, თუ ხელთ სქელი ქვაბი გაქვთ.
შულუმი ცხვრის ხორცით
ინგრედიენტები:
- 900 გ ცხვრის ხორცი
- 3 ლ წყალი
- 400 გ კარტოფილი
- 150 გ ხახვი
- 200 გ სტაფილო
- 220 გ პომიდორი
- 250 გ ბულგარული წიწაკა
- ბადრიჯანი
- 1 ძირი ნიახური
- 0.5 ჩ.კ. ზირა
- 3 კბილი ნიორი
- მწვანილი, სურნელოვანი პილპილი გემოვნებით
მომზადება
1. გარეცხეთ ხორცი გამდიარე წყალში და მოათავსეთ ქვაბში. დაუმატეთ ნიახური და ხახვი. დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე. ქაფი, რომელიც ხარშვისას გაჩნდება, უნდა მოხადოთ. მოაყარეთ მარილი, შეამცირეთ ცეცხლი მინიმუმამდე და ხარშეთ ხორცი თავდახურული 2 საათით.
2. ამავდროულად, გაფცქვენით დანარჩენი ხახვი, სტაფილო, ნიორი, კარტოფილი და წიწაკა. ბადრიჯანსაც გააცალეთ ზედმეტი ნაწილები. გარეცხეთ პომიდორი და მწვანილი. კარტოფილი დაჭერით დიდ ნაჭრებად. წიწაკა გრძელ ზოლებად, სტაფილო – რგოლებად. პომიდორი ოთხად გაჭერით.
3. 2 საათში გააძლიერეთ ცეცხლი ბოლომდე. მაშინვე დაუმატეთ კარტოფილი და ბადრიჯნის რგოლები. ადუღების შემდეგ, დაუმატეთ სტაფილო, ხახვი, წიწაკა, 5 წუთში კი – პომიდვრები. შემდეგ შეამცირეთ ცეცხლი და ხარშეთ თავდახურული ნახევარი საათით.
4. მომზადებულ შულუმს დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი და ნიორი. აადუღეთ და გამორთეთ ცეცხლი. წვნიანი კიდევ 30 წუთით ხარშეთ. შეგიძლიათ, თეფშებზე დაასხათ.
შულუმი ღორის ხორცით
ინგრედიენტები:
- 1 კგ ღორის ხორცი
- 4 ლ წყალი
- 250 გ კარტოფილი
- 250 გ ჭარხალი
- 1 დიდი თავი ხახვი
- დაფნის ფოთოლი, მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება
1. გარეცხეთ ხორცი, ჩადეთ ქვაბში და დაასხით ცივი წყალი. დაუმატეთ დაფნა, მარილი და პილპილი. ჩააგდეთ გაფცქვნილი ხახვიც. აადუღეთ და ხარშეთ 2.5 საათით.
2. ჭარხალი გაფცქვენით და დაჭერით, ჩაყარეთ ქვაბში მომზადებამდე 30 წუთით ადრე. ჭარხალთან ერთად, წვნიანს კარტოფილიც უნდა დაუმატოთ. ხარშვის დასრულებამდე, ამოიღეთ ხახვი და დაფნის ფოთოლი. დაუმატეთ მწვანილი, თუ ხელთ, მაგალითად, ქინძი ან ოხრახუში გაქვთ. გემრიელად მიირთვით!
შულუმი გარეული იხვის ხორცით
ინგრედიენტები:
- 175 გ იხვი
- 100 მლ ბულიონი
- 70 გ კარტოფილი
- 40 გ ნიახური
- 10 გ ხახვი
- ნიორი და გახუხული პური
მომზადება
- იხვი გაპუტეთ, გამოშიგნეთ, დაჭერით და კარგად გარეცხეთ. შემდეგ დადგით ხორცი მარილიანი წყლით და ხარშეთ მომზადებამდე. ამოიღეთ ბულიონიდან ხორცი, მოაშორეთ ძვლები და წვრილად დაჭერით.
- გაფცქვენით კარტოფილი და ნიახური დაჭერით კუბებად. შემდეგ ჩაყარეთ ბოსტნეული ქვაბში და ხარშეთ მომზადებამდე. დაუმატეთ წინასწარ ღუმელში გამომშრალი ხახვი (დაჭერით წვრილად).
- მირთმევამდე, ჩააჭერით წვნიანს მწვანილი. არ დაგავიწყდეთ გახუხული პურის დამატება ნივრითა და მარილით.
შულუმი ქათმის ხორცით
ინგრედიენტები:
- 1 კგ ქათამი
- 1 კგ კარტოფილი
- 3 თავი ხახვი
- სტაფილო
- 50 გ კარაქი
- 50 მლ ზეთი
- 1 დიდი პომიდორი
- რამდენიმე კბილი ნიორი
- რამდენიმე ღერო კამა
- ბეგქონდარა, ოხრახუში, დაფნის ფოთოლი, მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება
1. ქვაბში ჩაასხით ზეთი და დაუმატეთ კარაქი. დაადნეთ ცეცხლზე. ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი და შეწვით 5 წუთით.
2. დაუმატეთ გაფცქვნილი და გარეცხილი ქათმის ნაჭრები. თუშეთ რამდენიმე წუთით, რათა ხორცმა ხახვის არომატი შეიწოვოს. შემდეგ დაუმატეთ ფირფიტებად დაჭრილი სტაფილო.
3. დაუმატეთ კარტოფილი, შემდეგ პომიდვრის ნაჭრების ფენა. მოათავსეთ ნივროს კბილები და დაახურეთ მწვანილის ღეროები. დაასხით წყალი, რათა ინგრედიენტები წყლით დაიფაროს. აადუღეთ წყალი და შეამცირეთ ცეცხლი მინიმუმამდე.
4. დაუმატეთ მარილი, პილპილი, ბეგქონდარა და კამა. დაახურეთ თავსახური (მჭიდროდ არა) და გააჩერეთ ცეცხლზე 50 წუთით.
5. დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და დაჭრილი მწვანილი. დაახურეთ თავსახური და დააყენეთ ცოტა ხნით. შეგიძლიათ გასინჯოთ, გემრიელად მიირთვით!
ასეთი შულუმი პირველივე ლუკმიდან მოგეწონებათ. მისი არომატის სიტყვებით გადმოცემა კი შეუძლებელია! ხორცი ნაზი, ბულიონი კი – გაჯერებული და გემრიელი გამოდის. ეს კერძი აუცილებლად უნდა მოამზადოთ, რათა მსუყე წვნიანით მთელი ოჯახი გაახაროთ.