ხურმის სალათი სპეციალურად თეთრი მეტალის ხარისთვის

336

ხშირად, ხურმას უმად მიირთმევენ. იცოდით, რომ მისგან მრავალი კერძის (გატენილი თევზი, ხორცი, სალათები და დესერტები) მომზადება შეიძლება? ხურმის სალათები ჩემი სისუსტეა, რადგან ამ ხილით ჭეშმარიტად პიკანტური და მკვეთრი გემოებით სავსე კერძები გამოდის.

ამბობენ, 2021 წელი წარმატებული რომ იყოს, სადღესასწაულო სუფრაზე უნდა იყოს ბოსტნეულის სალათებიო. წლის მასპინძელი, თეთრი მეტალის ხარი, გიჟდება მწვანილებსა და ხილზე.

დღეს Paparazzi-ის რედაქცია გასწავლით ხურმისა და ვაშლის გემრიელი სალათის მომზადებას. კერძი მადისაღმძვრელი და ძალიან სასარგებლო გამოდის!

რისი მომზადება შეიძლება ხურმით?

ინგრედიენტები:

  • 2 ხურმა
  • 1 ვაშლი
  • 1.5 ს.კ. ზეთი
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 2.5 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 0.5 ჩ.კ. შაქარი
  • სალათის ფოთლები
  • 1/4 წითელი ხახვი

მომზადება

1. სოუსის მოსამზადებლად, შეურიეთ ზეთი, ლიმონის წვენი, სოიოს სოუსუ და ცოტაოდენი შაქარი.

2. თეფშზე დაალაგეთ სალათის ფოთლები. ხურმა დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად და დაალაგეთ ფოთლებზე.

3. გაფცქვენით ვაშლი და დაჭერით მოზრდილ ნაჭრებად. დაალაგეთ ვაშლები ხურმასთან ერთად.

4. წითელი ხახვი კი თხელ რკალებად დაჭერით. მოაყარეთ იგი ხილს, ზემოდან მოასხით სოუსი. დააყენეთ სალათი 20 წუთით მაცივარში.

5. სულ ესაა, სადღესასწაულო სალათი მზადაა! გემრიელად მიირთვით.

ახლა უკვე იცით, რისი მომზადება შეიძლება ხურმით, ზამთრის დღესასწაულებზე. ეს სალათი ჩემს სუფრაზე აუცილებლად იქნება. თქვენც გირჩევთ მის მომზადებას ახალი წლის ღამეს, რათა თეთრი მეტალის ხარმა თქვენს სახლში იღბალი შემოიტანოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს