ბებიას ძველ კულინარიულ წიგნში სკობლიანკას რეცეპტი ვიპოვე. ეს ძველი რუსული კერძია, რომელიც ახლა ყველას გადაავიწყდა. ადრე ხომ ეს რუსი მეფეების სუფრაზე საპატიო სტუმრად, სადღესასწაულო კერძად ითვლებოდა.
სკობლიანკას თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ხორცის გაყინულ ნაჭერს ბასრი დანით აჭრიან ხორცის თხელ ანათალს ან ნაჭრებს და მაშინვე წვავენ. სკობლიანკა ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება. მოსამზადებლად რაც გჭირდებათ, ყველაფერი სამზარეულოში გექნებათ.
დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია გთავაზობთ სკობლიანკას მომზადებას სოკოთი. უახლოეს უქმეებზე, ამ კერძით ჩემს სტუმრებს უნდა გავუმასპინძლდე.
სკობლიანკას რეცეპტი
ინგრედიენტები:
- 500 გ ღორის ხორცი
- 700 გ საქონლის ხორცი
- 800 გ კარტოფილი
- 200 გ არაჟანი
- 2 ჩ.კ. ცხარე მდოგვი
- 350 გ სოკო
- 2 თავი ხახვი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- კამა ან ოხრახუში მოსაყრელად
მომზადება
- გაფრქვენით და თხელ რკალებად დაჭერით ხახვი. შეწვით ტაფაზე, ზეთში, დარბილებამდე, შემდეგ დაუმატეთ გაწმენდილი და დაჭრილი სოკო. სოკოსა და ხახვს მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. დაუმატეთ არაჟანი და მდოგვი. კარგად მოურიეთ. თუშეთ სოკოს მომზადებამდე.
- გაყინულ ხორცს აათალეთ თხელი ნაჭრები, თითქმის ჩამოფხიკეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ, რაც უფრო მეტი სახეობის ხორცი იქნება, მით უკეთესი! ამ რეცეპტში სკობლიანკა ღორისა და საქონლის ხორცისგან მზადდება, თუმცა, შეგიძლიათ ინდაურისა და ქათმის ფილეს დამატებაც.შეწვით ხორცი ცალკე ტაფაზე, ზეთში, მომზადებამდე. არ დაგავიწყდეთ მარილისა და პილპილის მოყრა.
- ხორცის ზეთშივე შეწვით სასურველი ფორმით დაჭრილი კარტოფილიც.
- სარძევე ქვაბში ჩაასხით ზეთი და ფენებად ჩაალაგეთ ხორცი, სოკოს მასა და კარტოფილი. თუშეთ 15 წუთით, ნელ ცეცხლზე, გემოების გაერთიანებამდე.
- მირთმევამდე, შეურიეთ ფენები და მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი. გემრიელად მიირთვით!
ესაა დაუჯერებელი, მსუყე, მადისაღმძვრელი და პიკანტური კერძი, რომელიც ოჯახურ სუფრას ძალიან მოუხდება. თუ კიტრის მწნილსაც დაუმატებთ, გასტრონომიულ სიამოვნებას გაიორმაგებთ!