კომბოსტოს ყველაზე გემრიელი კოტლეტები: ბოშური რეცეპტი

125

კომბოსტოს ყველაზე გემრიელ კოტლეტებს ბოშა მეგობრის რეცეპტით ვამზადებ. ჩემს ქალიშვილს ეს ბოსტნეული არ უყვარს, ალბათ, როგორც სხვა დანარჩენ ბავშვს. მათთვის ასეთი კოტლეტები შესანიშნავი ვარიანტია, ბოსტნეულის შესაპარებლად.

დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია გთავაზობთ ხორცის კოტლეტების რეცეპტს, კომბოსტოთა და წიწაკით. შეხედვაც საკმარისია მადის აღსაძვრელად: დაბრაწული, ნაზი, წვნიანი… ხორცი არ იშლება, კომბოსტო კი საკმაოდ დიდი რაოდენობითაა, მისი სასარგებლო თვისებების მისაღებად.

კომბოსტოს კოტლეტები

ინგრედიენტები:

  • 800 გ ღორის ფარში
  • 1 კვერცხი
  • 100 გ წითელი ბულგარული წიწაკა
  • 500 გ კომბოსტო
  • 4 კბილი ნიორი
  • 1 თავი ხახვი
  • 1 ჩ.კ. პაპრიკა
  • 0.5 ჩ.კ. შავი პილპილი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 5-6 ს.კ. ფქვილი

მომზადება

  1. ღორის ფარშს დაუმატეთ კვერცხი, მარილი, პილპილი და პაპრიკა. სურვილისამებრ, დაუმატეთ საყვარელი სუნელებიც.
  2. კომბოსტო დაჭერით დანით, წვრილად. ასევე, წვრილად დაჭერით ხახვი და წიწაკაც. ბოსტნეული დაუმატეთ ხორცს.
  3. კარგად მოურიეთ ხორცის მასას. დახეხეთ ნიორი წვრილად და მოურიეთ ერთიანი მასის მიღებამდე.
  4. გამოძერწეთ ფარშისგან კვერები. ამოავლეთ ფქვილში.
  5. ტაფაზე, გახურებულ ზეთში შეწვით კვერები ორივე მხრიდან, ოქროსფერი ქერქის მიღებამდე.
  6. ქაღალდის ხელსახოცით ამოწმინდეთ ტაფიდან ზედმეტი ცხიმი, კიდევ ერთხელ ჩაალაგეთ კოტლეტები ტაფაში, დაასხით წყალი, მოაყარეთ მარილი გემოვნებით, დაახურეთ თავსახური და თუშეთ 35-40 წუთი, ნელ ცეცხლზე. ამავე პრინციპით შეგიძლიათ კოტლეტების მომზადება მულტისახარშ ქვაბში. გემრიელად მიირთვით!

გირჩევთ, ეს გემრიელი კოტლეტები ღორის ხორცითა და წიწაკით მოამზადოთ. აგრეთვე, თუშვის ეტაპზე შეგიძლიათ პომიდვრის წვენისა და არაჟნის ნარევის მოსხმაც – ზარმაცი ტოლმის მსგავს რაღაცას მიიღებთ. გაასინჯეთ მათ, ვისაც კომბოსტო არ უყვარს – ასე სასარგებლო ბოსტნეულს გემრიელად მიირთმევენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს