უკრაინელმა მეგობარმა მაჩვენა, რას ამზადებს დედამისი ღორის ქონისგან

284

როგორ მოვამზადოთ ღორის ქონი ისევე გემრიელად, როგორც უკრაინაში? ეს საკმაოდ მარტივი და, ამავდროულად, რთული კითხვაა. ღორის საჭირო სახეობა, კარგი საკვები და ცხოველის სწორად მოვლა, დროული დაკვლა… პრაქტიკაში ეს იმდენად მარტივი არაა.

Paparazzi.ge-ის რედაქცია დღეს განსაკუთრებულ რეცეპტს გთავაზობთ. ასე ვთქვათ, ღორის ქონის ასორტს. სამი განსხვავებული ფერითა და გემოთი. მის მოსამზადებლად შეგიძლიათ ბაზარზე ან მაღაზიაში ნაყიდი ქონი გამოიყენოთ. აუცილებელი არაა საუკეთესო ნაჭრის პოვნა. საბოლოო კერძი თავს ყველა შემთხვევაში მოგაწონებთ!

როგორ მოვამზადოთ ღორის ქონი (სალა)

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ქონი
  • 4-5 კბილი ნიორი
  • 100 გ კამა
  • 2 ს.კ. პაპრილა + კაიენის წიწაკა
  • მარილი

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ქონი ხორცსაკეპში გაატარეთ. თუ იგი ძველია, მოჭერით მყარი კანი. ახალი ნაჭრის რბილი ტყავი კი თამამად გაატარეთ მანქანაში. მიღებული “ფარში” დაყავით სამ ნაწილად, დაუმატეთ მარილი და მოურიეთ.
  2. თითოეულ ნაწილს შეურიეთ სხვადასხვა სუნელი. პირველისთვის გამოიყენეთ ნიორი. მეორეს შეურიეთ პაპრიკა და კაიენის წიწაკა. აირჩიეთ შებოლილი პაპრიკა – ძვირი კი ღირს, მაგრამ განუმეორებელი არომატი აქვს. მესამე ნაწილისთვის გამოიყენეთ კამის დაკეპილი ტოტები. მასაც თავისი გემო აქვს და ქონს ფერსაც აძლევს.
  3. მოათავსეთ ქონის თითოეული ფენა პლასტმასის კონტეინერში. დაახურეთ თავსახური ან ცელოფანი. მიღებული “ტორტი” შედგით საყინულეში 30 წუთით.
  4. ამოიღეთ სალა და დაჭერით სასურველ ნაჭრებად. თითოეული მათგანი სამფერა იქნება. შეინახეთ კერძი მაცივრის ზედა თაროზე – აქ ტემპერატურა უფრო მაღალია, მაგრამ ქონს არ დაადნობს. თუ კერძის სუფრაზე გატანა გნებავთ, სჯობს, თავიდანვე ბუტერბროდები მოამზადოთ, ახალი, შავი პურით.

ზოგ კულინარს უყვარს ქონზე წიწაკისა და საყვარელი ბალახების მოყრა. კარგი იდეაა, თუმცა, ჩვენთვის ბევრი სუნელი ზედმეტია. თქვენ როგორ მიირთმევთ ამ კერძს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს