წვნიანი კოტლეტების აღმოსავლური რეცეპტი ქათმის ფარშით.

299

არსებობს ერთი საოცარი აღმოსავლური კერძი, სახელად “სპარსული კატლეტი”. ის მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩვენთვის ცნობილი კატლეტებისგან ტექნოლოგიითაც და შემადგენლობითაც. მზადდება ქათმის ფარშისგან და დიდი მოწონებით სარგებლობს თურქეთში, ერაყსა და ირანში. შეგვიძლია ჩვენც მოვამზადოთ სახლში და შევადაროთ ადგილობრივ სამზარეულოს.საერთოდ, თავიდან ეს კატლეტი კეთდებოდა ნარჩენი ხორცის, მწვანილის, პურის და სხვა პროდუქტებისგან და ადგილობრივები უწოდებდნენ “კიუფტას”. paparazzi.ge დღეს ამ რეცეპტს შემოგთავაზებთ:

წვნიანი კატლეტები ქათმის ფარშისგან

ინგრედიენტები:

  • 500 გრ. ქათმის ფარში
  • საშუალო ზომის სტაფილო
  • კვერცხი
  • ერთი თავი დიდი ხახვი
  • 0,25 ჩ/კ მწარე წიწაკა
  • 1 ჩ/კ ძირა
  • 0,5 ჩ/კ კურკუმა
  • 0,5 კონ ქინძი
  • 3 ს/კ ფქვილი ან ჰუმუსი
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
  • ზეთი შესაწვავად
  • 0.25 ჩ/კ კურკუმა

მომზადების წესი

  1. დაჭერით წვრილად მწვანილი ან დააჩოფერეთ. წვრილ სახეხზე გახეხეთ სტაფილო, ხახვი დაჭერით საშუალო ზომაზე. აურიეთ ეს ყველაფერი ფარშში. ეხლა მთავარია გააკეთოთ ყველაფერი სწრაფად, რათა არ გაგიმწარდეთ ხახვი.
  2. ფარშში დაუმატეთ პილპილი, კვერცხი, ფქვილი, მარილი. მოზილეთ კარგად, რომ ცილა გამოიყოს და გამკვრივდეს. შემდეგ ნახევარი საათით შედგით მაცივარში.
  3. გაახურეთ ტაფა, დაასხით მცენარეული ზეთი, დააყარეთ კურკუმა. ფარშისგან გააკეთეთ ბურთულები და გააბრტყელეთ. სპარსული კატლეტები ბევრად უფრო წვნიანი გამოდის, ვიდრე ჩვენი ტრადიციული.
  4. შემდეგ ამოავლეთ საფანელში და გაუხვრიტეთ შუაგული თითით. ეს იმისთვის, რომ ფორმა შეინარჩუნოს და თანაბრად შეიწვას. ცეცხლი უნდა იყოს საშუალოზე მაღალი. შუაგული უფრო გამომშრალი უნდა გამოვიდეს, ვიდრე გარშემო ნაწილი.

მზა კატლეტები დააწყვეთ თეფშზე. შეგიძლიათ მოუწყოთ დაჭრილი ბოსტნეული. ძალიან უხდება ქორფა ბოლოკის თხელი ნაჭრები, აგრეთვე რომელიმე აღმოსავლური სოუსი. ეს კატლეტი განკუთვნილი იყო დიდი ოჯახის გამოსაკვებად, სადაც არ იყო საკმარისი რაოდენობის ხორცი. ასევე ურევდნენ ცხვრის ხორცის ნაჭრებს და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა ღორის ხორცი, რადგან მუსულმანებისთვის ის აკრძალულია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს