ბევრი დამეთანხმება, რომ შინ მომზადებული ძეხვი გაცილებით გემრიელი და სასარგებლოა, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი. თუმცა, როცა გახსენდებათ, რომ საჭიროა ტყავის მოგროვება, ხარშვა, ათასი ამბავი…
ჩვენს რეცეპტში, საბედნიეროდ, ეს ყველაფერი საჭირო არაა. გემრიელი მოხარშული ძეხვი სულ 15 წუთში მზადდება. თავისუფლად შეგიძლიათ მისი მიცემა ბავშვებისთვის, რამდენადაც პროდუქტი არავითარ ქიმიას არ შეიცავს.
მოხარშული ძეხვი
ინგრედიენტები
- 500 გ ქათმის ფილე
- 400 მლ რძე
- 5 კბილი ნიორი
- 1 კვერცხი
- 2 ს.კ. სახამებელი
- 2 ჩ.კ. მარილი
- 1/2 ჩ.კ. შაქარი
- 1/2 ჩ.კ. ხმელი სუნელი
- შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
- მცენარეული ზეთი ჭიქების დასამუშავებლად
მომზადება
1. დაჭერით ქათმის ფილე დიდ ნაჭრებად. დაუმატეთ მარილი, შაქარი, შავი, დაფქული პოლპილი, ხმელი სუნელი და დაჭყლეტილი ნიორი.
2. შეურიეთ ყველაფერი და შედგით მაცივარში ცოტა ხნით.
3. ჩაასხით რძე და ათქვიფეთ ბლენდერში პიურეს მიღებამდე.
4. ამის შემდეგ, დაუმატეთ კვერცხი, სახამებელი და კარგად მოურიეთ.
5. წაუსვით ჭიქებს მცენარეული ზეთი. მოათავსეთ მათში ფარში, დაახლოებით კიდიდან ორი თითით დაბლა. სურვილისამებრ, ერთ-ერთ ჭიქაში შეგიძლიათ ყველისა და მწვანილების დამატებაც.
6. გავსებული ჭიქები შედგით მიკროტალღურ ღუმელში, ცენტრთან ახლოს, დაახურეთ თავსახური.
7. მოამზადეთ 15 წუთით, სრულ სიმძლავრეზე (3 ჭიქის შემთხვევაში). ორი ჭიქისთვის 10 წუთი საკმარისია. დროის გასვლის შემდეგ, კიდევ 5 წუთი დაელოდეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გააღეთ კარი.
8. ამ კერძის მომზადება ღუმელშიც ან ორთქლის აბაზანაზეც შეგიძლიათ. ღუმელში – 180 გრადუსზე 40-45 წუთი.
ორთქლის აბაზანაზე მოსამზადებლად, გაახვიეთ ჭიქები საკვებ ცელოფანში, ჩადგით ცივი წყლით სავსე ქვაბში და დაახურეთ თავსახური. დაელოდეთ წყლის ადუღებას და ხარშეთ 40 წუთით.
9. გააგრილეთ ძეხვი და მიირთვით საყვარელ სოუსთან ან მწვანილთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!