კიევური ტორტი ახლებურად, მოამზადეთ დაწვრილებითი ინსტრუქციის მიხედვით.

867

ყოველდღიური მარტივი რეცეპტები – შესანიშნავია, თუმცა, ახლობლები საკუთარი კულინარიული შესაძლებლობებითა და უგემრიელესი დესერტებით გააოცოთ, უფრო საინტერესო რეცეპტია საჭირო. დღეს ჩვენ სიამოვნებით გაგაცნობთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც შეძლებთ უგემრიელესი “კიევური ტორტის” მომზადებას საშინაო პირობებში. მომთმენი დიასახლისები აუცილებლად გაუმკლავდებიან ამ დავალებას და სტუმრებისგან კომპლიმენტებსაც მიიღებენ.

კიევური ტორტის რეცეპტი

“კიევური ტორტი”, რომელიც, ლეგენდის მიხედვით, სპონტანურად შეიქმნა, მრავალი წლის განმავლობაში, კიევის სავიზიტო ბარათი იყო. მომზადების რთული ტექნოლოგიის გამო,  რომელსაც 2 დღე სჭირდება, ბევრი ერიდება ამ დესერტის მომზადებას შინ. სამაგიეროდ, თუ გარისკავთ, იმაზე უფრო გემრიელ შედეგს მიიღებთ, ვიდრე მაღაზიაში. ჩვეულებრივ, ტორტს ორი ფირფიტისგან ამზადებენ და მას კარაქის კრემს უსვამენ. სადღესასწაულო ღონისძიების საპატივსაცემოდ, შეგიძლიათ იგი 4 ფირფიტით მოამზადოთ.

ინგრედიენტები ფირფიტისთვის

  • 4 კვერცხის ცილა
  • 45 გ ფქვილი
  • 180 გ თხილი
  • 220 გ შაქარი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 5 გ ვანილინი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 150 მლ რძე
  • 150 გ შაქარი
  • 250 გ კარაქი
  • 1 კვერცხი
  • 2 ს.კ. კონიაკი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 5 გ ვანილინი
  • 1 ს.კ. კაკაოს ფხვნილი

მომზადება

1. აღებული კვერცხი ოთახის ტემპერატურისა უნდა იყოს, ამიტომ იგი მაცივრიდან მომზადებამდე 3 საათით ადრე მაინც უნდა გამოიღოთ.

2. ათქვიფეთ ცილები მწიკვ მარილთან ერთად, სანამ არ გამყარდება. დაუმატეთ 40 გ შაქარი და ისევ ათქვიფეთ, სანამ შაქრის კრისტალები არ გაიხსნება.

3. მოხალეთ თხილი მშრალ ტაფაზე და დააქუცმაცეთ. თხილის ნაცვლად შეგიძლიათ მიწისთხილის ან კეშიუს აღება, გემოვნებისამებრ.

4. შეურიეთ ფქვილი, 180 გ შაქარი, ვანილინი და თხილი.

5. ფრთხილად შეურიეთ მშრალი მასა ცილებს, 2-3 ნაწილად.

6. საცხობ ქაღალდზე დახატეთ 18 სმ დიამეტრის წრეები, გამოიყენეთ ამისთვის საცხობი ფორმის ძირი.

7. გადააბრუნეთ ქაღალდი და მოათავსეთ ცომი – ამას მარტივად გააკეთებთ საკონდიტრო ტომრის გამოყენებით. ერთ საცხობ ფორმაზე დაეტევა ორი ფირფიტის გამოცხობა, ამით დროსაც დაზოგავთ. თუ ორი ფორმა გაქვთ, ერთბაშად ოთხივეს გამოცხობა შეგიძლიათ. დატოვეთ ფირფიტებს შორის 3 სმ დასორება მაინც, რადგან ისინი ცხობისას ცოტათი იბერება.

8. 150 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში შედგით ფირფიტები და აცხვეთ 1.5-2 საათით. მომზადების დრო დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ფირფიტები უფრო მოგწონთ: ოდნავ ნოტიო თუ ხრაშუნა.

9. როცა ფირფიტები გამოცხვება, აცადეთ გაგრილება. შემდეგ აიღეთ პერგამენტიდან. სასურველია, მზა ფირფიტები მშრალ ადგილას მთელი ღამით გააჩეროთ.

10. ფირფიტას იდეალურად მრგვალი ფორმა რომ მისცეთ, გამოჭერით ტორტის ფორმის რკალის გამოყენებით. ნარჩენები დააქუცმაცეთ.

11. მოამზადეთ კრემი. შეურიეთ კვერცხი, მარილი, შაქარი და ვანილინი. მიიღეთ ერთგვაროვანი მასა რძის დამატებით.

12. მოხარშეთ კრემი, ურიეთ შეუჩერებლად, 7-10 წუთით. მასა უფრო თხევადი გამოგივათ, ვიდრე მოხარშული კრემია.

13. გააგრილეთ კრემი, ათქვიფეთ დარბილებული კარაქი ცალკე თასში და ფრთხილად შეურიეთ ორივე მასა ერთმანეთს.

14. დაუმატეთ კრემს კონიაკი და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ. გადადეთ 2 ს.კ. კრემი მოსართავად.

15. მთელი კრემი მოათავსეთ საკონდიტრო ტომარაში და ააწყვეთ ტორტი. მისი ზედა და გვერდითა ნაწილებიც დაკრემეთ და მოაყარეთ ფირფიტის ნამცეცები.

16. მორთეთ ტორტის ზედა ნაწილი: წინასწარ შეურიეთ 2 ს.კ. კრემი კაკაოს ფხვნილს. ამ მასით გააკეთეთ ზღუდეები კიდეებზე, საკონდიტრო ტომრისა და ფორმის გამოყენებით.

გემრიელად მიირთვით!

კიევური ტორტის საშინაო პირობებში გამოცხობა არც ისე რთულია, უბრალოდ მას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება, ამიტომ გთავაზობთ კიდევ ერთ რეცეპტს, რომლის მოსამზადებლადაც დიდი დრო არ დაგჭირდებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს