პომიდვრის ღვეზელი არც ისე კარგად ჟღერს, არა? თუმცა, როგორც კი გასინჯავთ, მიხვდებით, რომ მცდარი წარმოდგენა გქონდათ.
პომიდვრისა და ხახვის ღვეზელი მართლაც ძალიან გემრიელი და არომატული გამოდის. მისი ინგრედიენტები კი უბრალო და ხელმისაწვდომია. უბრალოდ, არ დაგავიწყდეთ მაღაზიაში ფენოვანი ცომის შეძენა. დანარჩენ შემთხვევაში, პრობლემები არ შეგექმნებათ.
პომიდვრის ღვეზელი
ინგრედიენტები:
- ფენოვანი ცომი
- 600 გ პატარა პომიდორი (ჩერი არ გამოდგება, უფრო ხორციანი სახეობა აიღეთ)
- ზეითუნის ზეთი
- 250 გ ხახვი
- 2 ს.კ. მაგარი არომატული ალკოჰოლი
- მარილი
- სუნელები გემოვნებით
მომზადება
- პირველ რიგში, შეიძინეთ ფენოვანი ცომი ან მოამზადეთ თავად, ამ რეცეპტით.
- გარეცხეთ და შუაზე გაჭერით პომიდვრები. დაასხით ზეითუნის ზეთი და დაალაგეთ პერგამენტდაფენილ საცხობ ლანგარზე. აცხვეთ გრილის რეჟიმზე, 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, 15 წუთით. ასე თავად პომიდორი წვნიანი გახდება და ცოტათი გამოცხვება.
- დაჭერით და შეწვით ხახვი ოქროსფრამდე. სულ ბოლოს დაუმატეთ ალკოჰოლი და ადროვეთ აორთქლება.
- ახლა მოასხით ხახვის მასა პომიდორს. ასეთი გულსართი გემოსა და ტექსტურას ბალანსს შეუნარჩუნებს: პომიდორი ზომიერად ამჟავდება ხახვის გამო, ხახვის წვრილი ნაჭრები კი პომიდვრის ნახევრებს გააზავებს. მოაყარეთ მარილი და სუნელები გემოვნებით.
- დაახურეთ ბოსტნეულის ცომის ერთი ფენა და დახვრიტეთ ზედაპირი კბილის ჩხირებით. ასე ცომი მომზადებისას არ გაიბერება.
- გამოიყენეთ ღუმელი კონვექციის რეჟიმით, რათა ცომი ხრაშუნა და მადისაღმძვრელი იყოს, ხოლო შიგთავსი – წვნიანი. 180 გრადუსზე 20 წუთით საკმარისი იქნება. ახლა უბრალოდ გადააბრუნეთ ღვეზელი თეფშზე და მიიღებთ ერთგვარ პიცას.
თუ ღუმელს გრილის რეჟიმი არ აქვს, უბრალოდ შეწვით პომიდვრები ზეთზე, შემდეგ კი ღუმელში მოამზადეთ, რეცეპტის მიხედვით.
ვისაც სურს, რომ კერძს უფრო გაჯერებული გემო ჰქონდეს, ღვეზელს რბილი ყველიც უნდა დაუმატოს. ზემოდან დახეხვას აზრი არ აქვს, ეს ხომ პიცა არაა, პომიდვრის ღვეზელია. უბრალოდ მიატანეთ ღვეზელს თქვენი საყვარელი ყველი და მიიღებთ ინდივიდუალურ გემოსა და არომატს. თავად სცადეთ და დარწმუნდებით!