პირის ღრუს სიმშრალის დროს, საჭიროა ძირითადი დაავადების მკურნალობა

1100
პირის სიმშრალე | ფოტოს წყარო: discover24

მეორე ტიპის დიაბეტი მაქვს. ბოლო 3 წლის განმავლობაში პირის ღრუს სიმშრალე მაწუხებს. ეს პრობლემა განსაკუთრებით ღამით მაწუხებს, დაძინებაში მიშლის ხელს, თითქოს პირში რაღაც ცხვება… გთხოვთ, მირჩიოთ, როგორ მოვიქცე? პატივისცემით, გ.ს.

წერილს პასუხობს ექიმი-ფიტოთერაპევტი ვიაჩესლავ ვარნავსკი.

პირის ღრუს სიმშრალესთან, კერძოდ, დიაბეტის დროს, საბრძოლველად, რა თქმა უნდა, ძირითადი დაავადების მკურნალობაა საჭირო. ხშირად დალიეთ წყალი, პირის ღრუს დასატენიანებლად და ლორწოს გასაზავებლად. დალიეთ იგი წყლუპებად. თუმცა, არც ზედმეტი სითხის მიღებაა სასურველი.

გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი. აგრეთვე, აუცილებლად უნდა მიიღოთ კარიესის პროფილაქტიკური ზომები. ამისთვის სპეციალურად შემუშავებული ფტორის შემცველი კბილის პასტები გამოიყენეთ. კბილები დღეში არანაკლებ ორჯერ უნდა გაიხეხოთ (იდეალში, საკვების მიღების შემდეგ და ძილის წინ). გამოიყენეთ რბილი ჯაგრისი; გამოივლეთ პირის ღრუ საკვების მიღებამდე და მის შემდეგ წყლით ან რბილი სავლებით (0.5 ჩ.კ. მარილი და 0.5 ჩ.კ. სოდა 1 ჭიქა წყალში).

აგრეთვე, შეგიძლიათ უშაქრო საწუწნი კანფეტები, ყინულის ნაჭრებიც გაწუწნოთ. დაღეჭეთ უშაქრო საღეჭი რეზინი (ქსილიტზე დამზადებული). ეს ასტიმულირებს ნერწყვის გამოყოფას. პერიოდულად, კვირაში არაუმეტეს ორჯერ, გამოიყენეთ ნერწყვის შემცვლელი. უარი თქვით აფთიაქის ელექსირებსა და პირის ღრუს სავლებებზე, რომლებიც შეიცავს სპირტს ან წყალბადის ზეჟანგს.

მოერიდეთ მარილიან და მშრალ საკვებს, ალკოჰოლისა და ყავის შემცველ პროდუქტებს (ყავა, ჩაი, ზოგიერთი სახის კოლა, შოკოლადის სასმელები). არ მიირთვათ მჟავე სასმელებიც (პომიდვრის, ფორთოხლის, ვაშლის, ყურძნის, გრეიფრუტის წვენები).

გახსოვდეთ, რომ ალკოჰოლი და კოფეინიც იწვევს პირის ღრუს სიმშრალეს. ზოგადად, პირის ღრუს სიმშრალე – ესაა მოლეკულა მუცინის სინთეზის დარღვევასთან დაკავშირებული დაავადება, სისხლში მანოზისა და ფუკოზის ნაკლებობის გამო.

დაავადების დიაბეტით გამწვავების დროს, მათ შორის, დიდი სიმშრალის დროს, გარდა საკმარისი რაოდენობით სითხის მიღებისა, გირჩევთ სამკურნალო ბალახების გამოყენებასაც.

შესანიშნავი მცენარეა დანდური. გამოიყენეთ მისი წყლის ნაყენი (1 ს.კ. ბალახი 1 ჭიქა მდუღარე წყალზე). დააყენეთ მთელი ღამით თერმოსში. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამის წინ. დამოუკიდებელი სამკურნალო პრეპარატის სახით, წიწიბურის ფაფის გამოყენებაც შეგიძლიათ. აიღეთ 2 ს.კ. დაფქული წიწიბურა 1 ჭიქა უცხიმო კეფირზე. მიიღეთ დილა-საღამოს, ჭამამდე 40 წუთით ადრე.

სასარგებლოა კოწახურისა და ასკილის ნაყოფებიც. აიღეთ 0.5 ს.კ. ორივე კენკრა 0.5 ლ მდუღარე წყალზე, აადუღეთ, გამორთეთ ცეცხლი და დააყენეთ დილამდე. დალიეთ დღის განმავლობაში.

უარი თქვით ყველაფერზე, რაც აშრობს ლორწოვან გარსს: ცხვირის წვეთები და მალამოები, ქაცვის ზეთი.

იმისათვის რომ დიაბეტის პრობლემა თავიდან ავირიდოთ აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა. დიაბეტის ამოცნობა გარდა სტანდარტული სიმპტომებისა ამ უჩვეულო ნიშნებითაც შესაძლებელია. დიაბეტიკებისთვის ძალიან სასარგებლოა წიწიბურას დიეტა, ნეკერჩხლის წვენი, კაკლის ფოთლები, ოროვანდის ნაყენი. შაქარის დონის შესანარჩუნებლად გამოგადგებათ მერქანას ნაყენი, გამოსაჯანმრთელებლად შეგიძლიათ გამოსცადოთ იაპონური სოფორას ან ოროვანდის ფესვების ნაყენი. სხვათაშორის ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ძაღლებს დიაბეტის მქონე ადამიანების დახმარება შეუძლიათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს