4 კომპონენტიანი კრემი, რომელიც მოგაშორებთ ყველაზე ღრმა ნაოჭებს და გაგაახალგაზრდავებთ 10 წლით

კანზე ნაოჭების გაჩენის უმთავრესი მიზეზი დაბერების პროცესია. როგორც წესი, ეს პრობლემა უდიდეს დისკომფორტს უქმნის სუსტი სქესის წარმომადგენლებს, რის გამოც ისინი გამუდმებით ახალი საშუალებების ძიებაში არიან. ქალბატონების საკმაოდ დიდი ნაწილი მიმართავს სხვადასხვა კოსმეტიკურ პროდუქტებსა და პროცედურებს, რომლებიც არც თუ ისე მცირედ ხარჯთანაა დაკავშირებული. ყველაზე დიდი საშინელება კი ის ფაქტია, რომ თანამედროვე კოსმეტიკური პროდუქტების უმრავლესობა ქიმიური ნივთიერებებითაა გაჟღენთილი.

გარდა დაბერების პროცესისა, არსებობს ნაოჭების გაჩენის უამრავი მიზეზი: კოსმეტიკური საშუალებების ხშირი გამოყენება, ცხოვრების არაჯანსაღი წესი, ხანგრძლივი დროით მზეზე ყოფნა და ჰორმონალური ცვლილებები.

საბედნიეროდ, არსებობს ხალხური საშუალებები, რომლებიც საკუთარი ეფექტურობით არ ჩამოუვარდება ყველაზე ძვირადღირებულ კოსმეტიკურ პროდუქტებსა და პროცედურებს. დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ ერთ-ერთი ასეთ საშუალებას, რომელიც შეგიმცირებთ და დროთა განმავლობაში საერთოდ გაგიქრობთ ნაოჭებს, გახდის თქვენს კანს გლუვს და რბილს. მიმართეთ ამ საშუალებას რეგულარულად და თქვენ თავს 10 წლით გაიახალგაზრდავებთ!

ინგრედიენტები:
  • 1 სუფრის კოვზი თაფლი
  • 1 სუფრის კოვზი რძე
  • 3 სუფრის კოვზი ბრინჯი
  • 1 ჭიქა წყალი

მომზადება:

მოათავსეთ 3 სუფრის კოვზი ბრინჯი ჯამში, დაასხით ერთი ჭიქა წყალი და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე. მოხარშვის შემდეგ აცადეთ გაციება და გადაიტანეთ მიღებული მასა მინის ჭურჭელში. შეურიეთ მოხარშულ ბრინჯს 1 სუფრის კოვზი თბილი რძე, 1 სუფრის კოვზი თაფლი და მოურიეთ პასტის კონსისტენციის მიღებამდე.

გამოყენება:

წაისვით ეს ნიღაბი სუფთა, გაწმენდილ სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში ერთხელ სასურველი შედეგის მიღებამდე.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული ნიღაბი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რის შედეგადაც ის იცავს ჩვენს კანს მიკრობებისგან. ეს საშუალება ღრმად ატენიანებს და წმენდს კანს, გვაშორებს აკნეს, გამონაყარს და პიგმენტურ ლაქებს.

თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა