პარადონტიტის სიმპტომები და დროული მკურნალობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

პაროდონტიტი - დესტრუქციული ბუნების დაავადება, ანუ ღრძილების ანთებასთან ერთად განილევა კბილბუდის კედლებიც, კბილები თანდათან ირყევა და საბოლოოდ ცვივა. ამ დაავადებას ახასიათებს დიდი რაოდენობით ქვებისა და ნადებების გაჩენა, რაც ამძიმებს პირის ღრუს ჰიგიენას.

დაავადებუს გამომწვევი მიზეზები:
  • ნეგატიური ეკოლოგიური გარემო;
  • სტრესი;
  • თამბაქოს მოხმარება;
  • დიდი რაოდენობით ანტიბაქტერიული და სტეროიდული პრეპარატების მიღება;
  • ქრონიკული დაავადებები.
  • მავნე ჩვევა, კერძოდ, საკვების ღეჭვა ყბის მხოლოდ ცალ მხარეს
  • არასწორი თანკბილვა;
  • კბილის შეცვლილი ფორმა;
  • პირის ღრუს არასრულფასოვანი ჰიგიენა;
  • საკვები რაციონის დარღვევა (ცილებისა და ვიტამინების ნაკლებობა);
  • ცხელი და მწარე საკვების ხშირი მიღება;

სიმპტომები:

  • უსიამოვნო სუნი და გემო პირის ღრუში
  • ადგილი აქვს ღრძილების შეწითლებას და შეშუპებას
  • ქვების გამრავლება
  • ჩნდება უსიამოვნო ნადები კბილებზე
  • ხშირად აქვს ადგილი სისხლდენას კბილების გამოხეხვის დროს

მკურნალობა:

  • გახსენით ზღვის მარილი მცირეოდენ წყალში და მიღებული ხსნარი გამოივლეთ პირის ღრუში ყოვედღიურად, დღეში 4–5 ჯერ.
  • შეურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით ძმარი და წყალი, მიღებული ნარევი გამოივლეთ პირის ღრუში ყოველდღიურად.
  • ყოველდღიურად, დაძინების წინ დაიტანეთ თქვენს კბილის ჯაგრისზე მცირეოდენი ზეითუნის ზეთი და გულდასმით გაიხეხეთ კბილები. არ გამოივლოთ წყალი პირის ღრუში, დაწექით დასაძინებლად ამ მდგომარეობაში.

გისურვებთ ჯანმრთლობას!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

რამდენი ხანია რაც ჩვენი საიტით სარგებლობთ?

 

რეკლამა