გთავაზობთ ვენების ვარიკოზული გაგანიერების სამკურნალო 3 ეფექტურ ხალხურ მეთოდს!

ვენების ვარიკოზული გაგანიერების სამკურნალოდ, არსებობს ხალხური ეფექტური 3 საშუალება, რომელიც წლების მანძილზე აქტიურად გამოიყენებოდა.

ნიორი თავისი სამკურნალო ეფექტებით კარგად ცნობილი პროდუქტია. ასევე ეფექტურია ვენების ვარიკოზული გაგანიერების სამკურნალოდაც.

მას ასევე მავნებელი ტოქსინების განადგურება შეუძლია. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, წმენდს სისხლძარღვებს და აფერხებს ვენების გაგანიერების პროცესს.

ვაშლის ძამრიც იგივე წარმატებით ებრძვის ამ დაავადების ჩამოყალიბებას. ვაშლის ძმრით მკურნალობა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აფერხებს შესიებას.

დაასველეთ ბამბის ტამპონი ძმრით, ხელის ნაზი მოქმედებით შეიზილეთ პრობლემურ ადგილებზე. ეს პროცესი შეგიძლიათ დღეში ორჯერ გაიმეოროთ - დილას და საღამოს. შედეგი ერთ თვეში გექნებათ.

ნიორის ზეთი

დაისველეთ ხელის თითები ნივრის ზეთით და პრობლემურ ადგილებზე, თითების წრიული მოძრაობით, მსუბუქად შეიზილეთ ზეთი. შემდეგ გადაიფარეთ ცელოფანის პარკი და შეიხვიეთ თბილი სახვევით ან ელასტიური ბინტით. დილას ჩამოიბანეთ დამასაჟებული ადგილი და ეცადეთ ფეხები თბილად გქონდეთ. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველ საღამოს. მკურნალობა რამდენიმე თვეს უნდა გააგრძელოთ.

ნივრის ზეთის დამზადების წესი:

საჭირო მასალა:

  • 3 ფორთოხალი
  • 6 კბილი ნიორი
  • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი


წვრილად დაჭრილ ნიორს ყრით ქილაში და უმატებთ ზეითუნის ზეთს და ფორთოხლის წვენს.

გააჩერეთ 12 საათი და ზეთიც მზად იქნება. შეინახეთ მაცივარში!

ჭინჭრის ნაყენი

200მლ წყალში ჩაყარეთ 1 სუფრის კოვზი ცოცხალი ჭინჭარი (გამხმარი ფოთლების გამოყენებაც შეგიძლიათ, ოღონდ ამ შემთხვევაში 1 ჩ/კ ჭინჭარი) წამოადუღეთ დაბალ ცეცხლზე. გაციებულ ნაყენს სვამთ ჭაის წინ, დღეში სამჯერ. პროცედურა 6 თვეს გრძელდება.

ექიმ ბუბნოვსკის მიერ შემოთავაზებული ვარჯიშები, კარგია ბრტყელტერფიანობისათვის, ვარიკოზის, პოდაგრის და დიაბეტური ტერფის სინდრომისათვის.



თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა