ყველაზე საინტერესო მარადმწვანე მცენარეები ბაღისთვის

ყველა მებაღეს სურს თავისი ბაღი მთელი წლის განმავლობაში მიმზიდველი იყოს. მარადმწვანე მცენარეები ამ ოცნების ასრულებაში დაგეხმარებათ. მწვანე წიწვები და ფოთლები თბილ პერიოდში მოყვავილე მცენარეებისგან გამოირჩევიან, ხოლო ზამთარში ყველას ყურადღებას იპყრობს. ზამთარში ბაღი ჩვეულებრივ მოშიშვლებული ტოტებისგან შედგება. მარადმწვანე მცენარეები კი ზამთრის პეიზაჟს აცოცხლებს. 
მარადმწვანე მცენარეების უმეტესობა წიწვოვანი კულტურის ნაწილია. 

მარადმწვანე მცენარეების სახეობა და ჯიში




თუ გსურთ უჩვეულო ფერის მარადმწვანე კულტურის შეძენა მებაღეობის დიდი გამოცდილების ქონა არაა აუცილებელია, მთავარია ყურადღებით წაიკითხოთ სახელწოდება, რომელიც აუცილებლად შეიცავს "ფერს". მაგალითად:
  • გლაუკა - მცენარე ლურჯი ფერებით;
  • აურეა - მცენარე ნათელი ფერებით და ყვითელი ფერის ყვავილით. 
  • მაკულატა, ვარიეგატა - მრავალფეროვანი ჯიშის მცენარეები, რომლებიც სხვადასხვა სახეობის და ლაქების (მწვანე, თეთრი და ვერცხლისფერი) არსებობს. 


ბაღის გასამწვანებლად რეკომენდებულია გამოიყენოთ ყველაზე ცნობილი და გავრცელებული მარადმწვანე ფოთლოვანი კულტურები. მაგ., ბერესკლეტი ან ფშატი თავისი უჩვეულო ფერის (თეთრი, ყვითელი, კრემისფერი, ღია და მუქი-მომწვანო) ფოთლებით ბაღში სადღესასწაულო განწყობას შექმნის. მარადმწვანე მცენარეებიდან უპირატესობა შეგიძლიათ მიანიჭოთ გრაცილისს.

ბაღის ექსტერიერს ჯუჯა სახეობის ხეები და ბუჩქები გაალამაზებენ. ყველაზე პატარა ბაღში შეგიძლიათ ლურჯი ნაძვი, ტყის ფიჭვი, ბარდა ან ყვითელი კვიპაროსი ხე დარგოთ. როგორც ცენტრალური მცენარე შეგიძლიათ დარგოთ აღმოსავლური ტუია, კვიდო, ჰიბრიდული ფშატი, ბარბარისი. ასევე ისეთი კულტურები როგორიცაა ფუნკია, წივანა, გველის სურო, ბაღს გაამრავალფეროვნებს და მწვანე ფონზე კონტრასტს შექმნის. 

მარადმწვანე მცენარეები ლადნშაფტურ დიზაინში




ფლორის ბევრ სახეობა მარადმწვანე მცენარეები სრულყოფილად ერწყმის. ასევე კარგად გამოიყურებიან როგორც პირველი და მეორე გეგმის მცენარეები, ან როგორც სოლისტები. 

კომპოზიციის საფუძველი

თუ ბაღში მათ როგორც მთავარ მცენარეებს დარგავთ, შეძლებთ წლის ნებისმიერ დროს მათი სილამაზით დატკბეთ. გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში მარადმწვანე მცენარეები მასობრივი აყვავებისა და სურნელის შემავსებლები იქნებიან. შემოდგომაზე, ფოთოლცვენის პერიოდში ფერების ერთმანეთს ერევა და ცისარტყველას გუნდს შექმნის. ზამთარში ისინი ერთადერთი მწვანედ მობიბინე მცენარეები იქნებიან. 

ბაღის ბნელი კუთხეების გაცოცხლება

ბაღის ტერიტორიის ბნელი ადგილების განათებას მარადმწვანე მცენარეების დახმარებით შეძლებთ, რომლებიც თავისი თეთრი, ყვითელი და ვერცხლისფერი ფერებით გამოირჩევიან.

ერთჯერადი დარგვა და გაზრდა ქოთნებში


ბაღის ნაწილში სოლო აქცენტისთვის გამოგადგებათ მარადმწვანე მცენარეები, რომლებიც უჩვეულო ფორმით არიან წარმოდგენილი (მაგ., სვერი ან ისარი).

როგორ დავრგათ და მოვუაროთ მარადმწვანე მცენარეებს




მარადმწვანე მცენარეები სხვადასხვა ფერის ფოთლებით და წიწვებით უმჯობესია ნახევრად დაჩრდილულ ტერიტორიაზე დარგოთ. მზიანი და ბნელი ადგილები დეკორატიული მცენარის გასაზრდელად რეკომენდებული არაა. მზის პირდაპირ დასხივებით ფოთლები ან წიწვები დაიწვება, ხოლო მზის ნაკლებობით ყვითელი ან ოქროსფერი ფოთლები მწვანე გახდება. 

წიწვოვანი მცენარეები დარგეთ ისეთ ადგილას, სადაც ქარი დიდად არ შეაწუხებს. 

დარგისთვის საუკეთესო დროა - ადრეული გაზაფხული და შემოდგომაა. 

მოვლა მოიცავს:
  • დაზიანებული ბოლქვების დროული მოცილება
  • რეგულარულად მოჭრა ზედმეტად წამოზრდილი წიწვების და ფორმის შენარჩუნება.


თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა