როგორ მოვამზადოთ გემრიელად ღორის ხორცი: ეს უნდა იცოდეს,ყველა დიასახლისმა!

გამოცხობის შემდგომ, მარინირებული ღორის ხორცი
ახალიწლის წინ ყველა დიასახლისი ცდილობს იყიდოს მადის აღმძვრელი ხორცის ნაჭერი, ხელმოსაწვდომ ფასში და გაყინოს!
შეასაძლებელია ამის გარეშეც, ამ რეცეპტით გამოდის ძალიან გემრიელი, და არ მოითხოვს, განსაკუთრებულ მიდგომას. აქ პროცესი მიდის პირიქით, თქვენ ჯერ აცხობთ, შემდეგ ამარინადებთ, დროს იგებთ და ღებულობთ ახალ საინტერესო გემოს!
ინგრედიენტები
  • ხორცი 700გრ
  • შაქარი 1 სადილის კოვზი
  • დაფნის ფოთოლი 1ც
  • მარილი 2 სადილის კოვზი
  • შავი წიწაკა 4 მარცვალი

მომზადების წესი
  1. ხორცი ჩადეთ სახელოში და გამოაცხეთ დაახლოებით ერთი საათი 150 გრადუსზე
  2. აადუღეთ ქვაბში ლიტრა წყალი, ჩააყარეთ წიწაკა, მარილი, შაქარი და დაფნის ფოთოლი - წამოადუღეთ 5 წუთი, ჩადეთ ხორცი მარინადში, დააცადეთ სანამ სულ არ გაცივდება, დატოვეთ პრესის ქვეშ 12 საათით.

გადმოიღეთ მარინადიდან, გააშრეთ ქაღალდით, გაახვიეთ პერგამენტში და შეინახეთ მაცივარში. მიირთვით საყვარელ სოუსთან ერთად და გაუმასპინძლდით ახლობლებს!