გოგონამ ავტოფარეხი სრულფასოვან 23 კვ.მ ფართობის სახლად გადააკეთა

სოციალურ ქსელში მიშელ დე ლა ვეგას ავტოფარეხის სურათების გამოჩენას უამრავი კომენტარი და გამოხმაურება მოჰყვა. საქმე იმაშია, რომ მან ავტოფარეხი კომფორტულ საცხოვრებელ ფართად გადააკეთა. ხალხი მას სთხოვდდა გეგმის გაგზავნას, თუ როგორ გადაეკეთებინათ 23 კვ.მ ფართის ავტოფარეხი საცხოვრებელ ადგილად. 



მიშელი ნორმალური საცხოვრებელი ადგილიდან ავტოფარეხში გადასვლა იძულებით მოუწია. მან სახლი იპოთეკით იყიდა, შემდეგ კი გააქირავა რომ ამ ფულით ბანკის ვალი ყოველთვიურად დაეფარა. თავად რომ ბინა არ ექირავებინა და ნათესავების სახლში არ ეცხოვრა, მიშელი ძველ ავტოფარეხში გადასახლდა, სადაც გარკვეული ცვლილებები მოახდინა.






არქიტექტორის დაქირავების შესაძლებლობის არ ქონის გამო, მან მომავალი სახლის განახლების ყველა ასპექტი თავად დაგეგმა. მიშელმა ბამბუკის იატაკი დააგო, ავტოფარეხის ძველი კარადები გაარემონტა და ძველი ნათურები მოხატა. ერთადერთი, რაშიც მშენებლები დაეხმარნენ ჭერის 1 მეტრით ამაღლება და ავტოფარეხის სიგრძის ოდნავ გაზრდაა. ამის დამსახურებით, მიშელს გაუჩნდა სივრცე მეორე იარუსზე საწოლის მოსათავსებლად. დამატებით სივრცეში კი სააბაზანო მოაწყო. 






ზოგიერთ ენთუზიასტს ძველი სტრუქტურების საცხოვრებელ სახლებად გადაკეთება ძალიან უყვართ და მშვენივრად გამოსდით. 

თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

10 ბალიანი სისტემით რა შეფასებას მისცემდით ჩვენს საიტს?

 

რეკლამა