ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებას ზღვის კომბოსტო შველის

დედას ფარისებრი ჯირკვალი დაუავადდა და ქირურგიული მკურნალობა დასჭირდა, ოპერაციის შემდეგ ექიმებმა მითხრეს, რომ მას ძლიერ ჰქონდა დაქვეითებული ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია. მკურნალობით დაღლილ დედას წამლის დანახვაც აღარ უნდოდა, ამიტომ მისი დახმარება ისევ მცენარეებით ვცადე. აღმოჩნდა, რომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას ზღვის კომბოსტო შველის.

  • 1 სადილის კოვზ გამომშრალ და დაფხვნილ ზღვის კომბოსტოს უნდა დაასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გაფუება დააცადოთ. შემდეგ ზედმეტი წყალი გადაწურეთ, დარჩენილ ფაფისებურ მასას დაუმატეთ 3-ჯერ მეტი ოდენობის ხაჭო, 10 ცალი გახეხილი კაკალი და 1 სადილის კოვზი წვრილად დაკეპილი ნიორი, კარგად აურიეთ და შეაზავეთ ცოტაოდენი მცენარეული ზეთით. მიიღეთ რამდენიმე კოვზი ჭამამდე 30 წუთით ადრე.

  • ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებულ ფუნქციას კარგად აბალანსებს ფეიხოიაც. გაატარეთ 1 კილოგრამი ხორცსაკეპში, დაამატეთ 2 კგ შაქარი და მიიღეთ - 2-3 სადილის კოვზი დილით, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე.


    გადიდებულ ფარისებრ ჯირკვალს სვია უხდება

    ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებას ზღვის კომბოსტო შველის

  • აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის დაქუცმაცებული სვიის გირჩა, შავბალახა და თავშავა. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, 30 წუთით დააყენეთ და გაწურეთ.
    ნაყენი დღეში ორჯერ, დილა-საღამოს უნდა მიიღოთ. მკურნალობის კურსი გრძელდება 3-4 კვირას.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი