აღიდგინეთ მხედველობა ალოეს გამოყენებით. ხალხური საშუალება აკადემიკოს ფილატოვისგან.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 285 მილიონი ადამიანი იტანჯება სუსტი მხედველობისგან. ექიმების მტკიცებით, მხედველობის გაუარესების მიზეზი არა მხოლოდ ასაკს, არამედ მოწევას, არასწორ კვებას, ცუდ ეკოლოგიას და თანამედროვე ტექნოლოგიების ზედმეტი სიხშირით გამოყენებას უკავშირდება.

ზოგიერთ შემთხვევაში მხედველობის აღდგენა სავსებით შესაძლებელია. აკადემიკოსი ფილატოვი, რომელიც მსოფლიოში წამყვანი ოფთამოლოგი გახლავთ, საკუთარ პაციენტებს ხშირად თავაზობს ნატურალურ საშუალებას, რომელიც მხედველობას აუმჯობესებს.

საშუალება მხედველობის აღსადგენად



ინგრედიენტები:

  • 100 მლ ალოეს წვენი;
  • 500 გრამი დაფქული ნიგოზი;
  • 300 გრამი ნატურალური თაფლი;
  • 3 ლიმონის წვენი.

ინსტრუქცია:

მზა სასმელის მიღება რეკომენდებულია 1 სადილის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

მხედველობის გასაუმჯობესებლად გამოდგება მცენარის ფოთოლი, რომელსაც 3 წელი ან მეტი შეუსრულდა. ალოეს მოაჭერით ქვედა, შედარებით სქელი ფოთლები, გარეცხეთ თბილი ანადუღარი წყლით და მოაშორეთ ეკლები, რომელიც მას გარშემო აქვს.

გამზადებული ფოთლები მოათავსეთ მაცივარში 8-11 დღის განმავლობაში. აკადემიკოსის მტკიცებით, ბიოგენური სტიმულატორები, რომლებიც აღადგენს მხედველობას, მცენარეში სწორედ მას შემდეგ გროვდება, როდესაც ის არსებობისთვის არახელსაყრელ პირობებში ხვდება.

11 დღის შემდეგ გამოწურეთ 100 მლ წვენი ალოეს ფოთლებისგან. შეგიძლიათ წვენსაწურის გამოყენება ან ალოეს გახეხვა და შემდეგ მარლის გამოყენებით მისგან წვენის გამოწურვა.

გამოწურულ წვენში ჩაამატეთ დარჩენილი ინგრედიენტები და კარგად გადაურიეთ.

ამ სასმელის მიღება არ შეიძლება 1 კვირაზე დიდხანს.

ალოესგან დამზადებული მხედველობის გასაუმჯობესებელი ეს საშუალება უკუჩვენებითია თირკმელებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს, ორსულობისას და ინდივიდუალური აუტანლობისას.

1 კვირიანი კურსის ჩატარების შემდეგ აუცილებელია რამდენიმე თვით შესვენების გაკეთება.