ჰოროსკოპის მიხედვით თქვენი საუკეთესო მეგობრები სწორედ ეს ზოდიაქოს ნიშნები არიან.

გაინტერესებთ ვინ არის თქვენი იდეალური მეგობარი? FPAPARAZZI-ის რედაქცია გთავაზობთ ასტროლოგების მიხედვით, ვინ იქნება თქვენი იდეალური მეგობარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ვერძი
თქვენ განსაკუთრებული ხართ. თქვენი აზრები უნიკალურობით ყოველთვის გამოირჩევა. ასევე ძალიან ამბიციური ხართ, მაგრამ თუ რაღაც ისე მიდის, მალევე ამთავრებთ. გსურთ, რომ ყველაფერი სწრაფად იყოს 

იდეალური მეგობარი: სასწორი
სასწორი - თქვენი იდეალური მეგობარია, რადგან მომთმენია. ისინი არასდროს გააკეთებენ იმას, რაც გულს გატკენთ. 


კურო
როცა მეგობარს დახმარება სჭირდება, ყველაფერს გვერდზე დებთ და ეხმარებით მას - მნიშვნელობა არ აქვს, სად ხართ იმ მომენტში. 

იდეალური მეგობარი: თევზები
თევზები ძალიან ერთგულია და ტკივილს არასდროს მოგაყენებთ. აი რატომაა, რომ ასე კარგად უგებთ ერთმანეთს. 


ტყუპები


ტყუპები საკმაოდ პრეტენზიულები არიან და მოდით აღვნიშნოთ, რომ მათ ორი მხარე აქვთ. ისინი ძალიან შემოქმედნი არიან და იშვიათად ბრაზდებიან. 

იდეალური მეგობარი: მერწყული

მერწყული გაგების გამოხატვისკენ არის მიდრეკილი. მერწყული ყველაზე უკეთ გაიგებს ტყუპების ხასიათს. 


კირჩხიბი 
თქვენ გიყვართ გაცემა. სხვებს აძლევთ ყველაფერს, რაც გაქვთ და სამაგიეროდ არაფერს ითხოვთ. თქვენ ძალიან ემოციური ხართ. 

იდეალური მეგობარი: მშვილდოსანი
მშვილდოსანი თქვენ მოდუნებაში დაგეხმარებათ. გაიძულებთ სცადოთ ახალი რამეები და წახვიდეთ ახალ ადგილას.