ცოლ-ქმარი ხეზე სახლში 7 წელი ბედნიერად ცხოვრობდნენ, მაგრამ მთავრობამ წესრიგის დამყარება გადაწყვიტა

თავის დროს ლინ ტრანსა და რიჩარდ ჰეიზენს ოცნება ჰქონდათ. ცოლ-ქმარს სრულად განსაკუთრებული სახლის აშენება სურდათ. უშვილო წყვილმა ბევრი დრო დახარჯა რომ იდეალური საცხოვრებლის გეგმა შეედგინათ და ბოლოს მშენებლობას შეუდგნენ. 

როგორც ნებისმიერი კანონმორჩილი მოქალაქე, ლინმა და რიჩარდმა წინასწარ გაიგეს ხელისუფლების წარმომადგენლიდან, სჭირდებოდათ თუ არა ოცნების სახლის ასაშენებლად რამე განსაკუთრებული უფლება. საჯარო მოხელეებმა დაარწმუნეს ისინი რომ არაფერი არ იყო საჭირო. თუმცა ახლა მთავრობა სხვანაირად ამღერდა...



თითქოსდა, ხეზე სახლი ეს ბავშვების გასართობია. ასე შეიძლება მსუბუქი ფლიგელის აშენება, მაგრამ არა სრულყოფილი საცხოვრებელი სახლის. თუმცა ლინმა და რიჩარდმა შეძლეს ყველა შესაძლო პირობით მოწყობილი სრულყოფილი საცხოვრებელი სახლის აშენება.



წყვილს ყველაფერზე 30 000$ დაეხარჯა. 6 თვის შემდეგ ექსტრავაგანტული, მაგრამ მყუდრო საცხოვრებელი ააშენეს. მთელი 7 წელი შეყვარებულები აქ ერთად ბედნიერად ცხოვრობდნენ. თუმცა მათ ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ. 



როგოც აღმოჩნდა, რიჩარდის და ლინის სახლზე საჩივარი შევიდა. საჩივრის განხილვის დროს აღმოჩდა რომ განსაკუთრებული უფლება სახლის ასაშენებლად მაინც საჭირო ყოფილა. ახლა წყვილი თავის უფლებებს სასამართლოში იცავენ. 



უკანონოდ აშენებულ სახლში ცხოვრების ყოველი დღისთვის საწყლებს 50 დოლარის ჯარიმის გადახდა მოუწევთ. მარტივია დააჯამოთ 7 წლიანი ბედნიერება წყვილს მთლიანობაში რამდენი დაუჯდათ. წყვილის ინტერესების დამცველი ადვოკატი ფიქრობს რომ მათ სასამართლოს მოგება გაუჭირდებათ. 



რიჩარდს და ლინს მხოლოდ სამართლიანობის გამარჯვების იმედი აქვთ. ბოლოს და ბოლოს, შეცდომა საქალაქო ადმინისტრაციამ დაუშვა, ხოლო ჯარიმა კი სახლის მფლობელებმა უნდა გადაიხადონ. გარდა ამისა, თუ წყვილი ვერ გაიმარჯვებს, შეიძლება საცხოვრებელი სახლი საერთოდ დაკარგონ. 



ახლა წყვილი მზადაა სარჩელი უზენაეს სასამართლოში შეიტანონ. მაგრამ იქაც კი მათ პროტესტს უარყოფენ. როგორც არ უნდა იყოს, წყვილი გაჩერებას არ აპირებს. 

ცოლ-ქმრის ისტორიამ ინტერნეტ სივრცეში აღშფოთება გამოიწვია. სინამდვილეში საკუთარი საცხოვრებლისთვის ჯარიმის გადახდა მხოლოდ მთავრობის წარმომადგენლის შეცდომის გამო - აბსოლუტური უსამართლობაა!

თუ სრულად გაეცანით ჩვენს სტატიას, ჩამოგიყალიბდათ გარკვეული მოსაზრებები, გთხოვთ გაგვიზიარეთ ის კომენტარებში. ასევე არ დაივიწყოთ გაუზიაროთ ეს ინფორმაცია მეგობრებს.ყოველი თქვენი აქტივობა საიტს განვითარებაში ეხმარება.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ ინფორმაციის დატოვების უფლება.

გამოკითხვა

ყოველდღიურად რამდენ სტატიას კითხულობთ ჩვენს საიტზე?

 

რეკლამა