48 წლის ასაკში მან ნაოჭები მარტივად მოიშორა,მეც სწორედ ამიტომ ჩავანაცვლე ელიტური კრემები

ახალგაზრდულ ასაკში გოგონებს ეჩვენებათ, რომ სხვადასხვა კრემების გამოყენება აუცილებელი არ არის, ვინაიდან მათი სახის კანი ისედაც კარგად გამოიყურება. ეს კი მცრადი შეხედულებაა, ვინაიდან კანის ზედაპირის დეფექტები მოულოდნელად ჩნდება, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე და შემდეგ მასთან ბრძოლა გაცილებით რთულია.

სწორედ ამიტომ კოსმეტიკური საშუალებების გამოყენბა 20,30 და მითუმეტეს 35 წლის ასაკში არა მხოლოდ რეკომენდირებულია, აუცილებელიც არის. უფროსი თაობა ამ მოსაზრებას შესაძლოა არ დაეთანხმოს, ვინაიდან მათ ასაკში ლიფტინგ-კრემები და მსგავსი კოსმეტიკა არ არსებობდა, მიუხედავად ამისა კი იმ თაობის ადამიანები ახერხებდენ შესანიშნავი იერის შენარჩნებას.


მართლაც, ადრე ქალბატონები არ განიცდიდენ მოთხოვნილებას საათაობით გალამაზებულიყვნენ სარკის წინ, სახის კანის მწყობრში მოსაყვანად. აქ საქმე ეკოლოგიური მდგომარეობის ცვლილებასთან გვაქვს. წყალი რომელითაც ჩვენ ვიბანთ, საკვები რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვღებულობთ იდეალურისგან საკმაოდ შორს არის.



ამას თუ ჩვენი ცხოვრების ძალიან დატვირთულ წესსაც დავუმატებთ და მუდმივ სტრესებს, შეგვეძლება თამამად ვივარაუდოდ როგორ შეიძლება აისახოს ის ქალის ნაზ კანზე.




20 წლის ასაკის შემდეგ ულამაზეს ქალბატონებს უნელდებად კოლაგენისა და ელასტიურობის აკუმულირების პროცესი.ამიტომ ახალგაზრდა ქალბატონმა უნდა შეარჩიოს კოსმეტიკური საშუალება, რომელიც შეავსებს ამ კომპონენტების დანაკლისს, ასევე გამოკვებავს კანს ჰიალურონის მჟავას წყალობით.


35 გადაცილებულმა ქალბატონებმა ყურადღება უნდა შეაჩერონ ისეთ კოსმეტიკურ საშუალებებზე რომელთა შემადგენლობაშიც შედის რეთინოლი და A ვიტამინი. იმ მშვენიერმა არსებებმა ვინც უპირატესობას ანიჭებს მხოლოდ ნატურალურ საშუალებებს, FPAPARAZZI-ს რედაქცია უზიარებს ნაოჭების საჭინააღმდეგო კრემის რეცეპტს.




ნაოჭების საწინააღმდეგო კრემის დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:
  • 1 ს.კ. ქოქოსის ზეთი
  • 1 ს.კ. ნუშის ან ზეითუნის ზეთი
  • 1 ც. კვერცხის გული
  • 1 ჩ.კ კალენდულას (გულყვითელა) სპირტის ნაყენი




მომზადების და გამოყენების წესი:
  1. გაალღვეთ ქოქოსის ზეთი ორთქლის აბაზანაზე.



  2. დაუმატეთ გამღვალ მასას კვერცხის გული და გულდასმით გადაურიეთ. შემდეგ კი დაუმატეთ ნუშის ზეთი და კალენდულას ნაყენი. კიდევ ერთხელ გადაურიეთ.




  3. ამ პროცედურის დასრულების შემდეგ მასა გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და მოათავსეთ მაცივარში 24 საათით. როდესაც ეს საშუალება მზად იქნება, შეგიძლიათ გამოიყენოთ კრემი დანიშნულებისამებრ.




  4. შინ დამზადებული კრემი უნდა წაისვათ სუფთა კანზე და გაიჩეროთ 30 წუთით. ამის სემდეგ კრემის ნარცენები უნდა მოიშოროთ ბამბის დისკით და ანადუღარი წყალით.

დამატებითი ინფორმაცია (3)
admin თარითი:19 თებერვალი 2018 14:04
ქოქოსის ხის აღწერა (მწვანე აფთიაქი)
ქოქოსის ზეთის დახასიათება, თვისებები


ქოქოსის პალმა არის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული მცენარე დედამიწაზე.

სამშობლო – მალაიზია.
ოჯახი – პალმისებრთა. ქოქოსისებრთა გვარის წარმომადგენელი, ის არის ერთადერთი წარმომადგენელი თავისი გვარიდან.
სიმაღლე – ტროპიკებში აღწევს 30 მეტრს. ჩვენ პირობებში იზრდება 6 მეტრამდე.
ფოთოლი – აქვს საკმაოდ დიდი და მწვანე ფოთლები.
ნაყოფი – საკმაოდ დიდი ზომის არის. მისი ფორმები შეიძლება იყოს ოვალური და მომრგვალო. სიგრძე 15–30 სანტიმეტრი. წონა 2.5 კილოგრამი
გამრავლება – ხდება ნაყოფით.


ქოქოსის ზეთის ქიმიური შემადგენლობა - 100 გრამი გოგრის ზეთი შეიცავს 899 კილოკალორიას
ვიტამინები - A, C და E.
ნივთიერებები - კალციუმი და ფოსფორი.
უნდა აღინიშნოს, რომ ქოქოსის ზეთის 90% შედგება პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებისაგან (პგცმ). ისინი ითვლება ორგანიზმისთვის შეუცვლელ ნივთიერებებად. რადგან პოლიუჯერი ცხიმები არ სინთეზირდება ადამიანის ორგანიზმში. ჩვენ გამუდმებით ვსაჭიროებთ მათი მარაგის შევსებას გარედან.


ქოქოსის ზეთის კოსმეტიკური თვისებები
კოსმეტოლოგიას საფუძვლად უდევს სხვადასხვა ზეთების გამოყენება, მათ შორის ერთერთ საუკეთესო ზეთად ითვლება ქოქოსის ზეთი. ქოქოსის ზეთის გამოყენება კოსმეტოლოგიაში იმდენად უსაზღვროა, რომ ის გამოიყენება სხეულის ნებისმიერი ადგილისთვის. თმისთვის, ხელებისთვის, ფეხებისთვის, სახისთვის და მთლიანად ტანისთვის. მასში შემავალი ცხიმოვანი მჟავები, ამ ზეთს ხდიან უნიკალურს. ასეთი შემადგენლობის წყალობით ის სათუთად კვებავს და ზრუნავს თმებზე და კანზე.

კანი: სახის და ტანის. ქოქოსის ზეთის სისტემატიური გამოყენებით კანი ინარჩუნებს ტენიანობას და ამავე დროს მას არ ხდის ცხიმიანს. შედეგად: – კანი ხდება ელასტიური, გლუვი და უბრუნდება ჯანსაღი ფერი. სწორედ ამიტომ მას ახალგაზრდული ასაკიდან უნდა იყენებდნენ სახის ნიღბებში.

ქოქოსის ზეთი შეიცავს ბუნებრივ მზისგან დამცავ ფილტრს. ამიტომ თუ აპირებთ დიდი ხანი დაჰყოთ მზეზე კარგი იქნება თუ წაისვავთ ზეთს სახეზე, რადგან ის დაიცავს თქვენი სახის კანს დამწვრობისაგან. ამისგამო მას იყენებენ რუჯისთვის.

თმები. დამატენიანებელი თვისების მქონე ქოქოსის ზეთი პრობლემური თმების მქონე ქალებმა უკვე დააფასეს. ზეთი საკეთესო საშუალებაა მშრალი, მტვრევადი და უსიცოცხლო თმებისთვის. მისი გამოყენება თმის მოვლაში ბლოკავს ისეთი ნივთიერების დაკარგვას როგორიც არის პროტეინი. ზეთი ღრმად აღწევს თმის სტრუქტურაში რის შედეგადაც ის შიგნიდან კვებავს და ატენიანებს თმებს. შედეგად: – თმები ხდება მბზინავი, რბილი ძლიერი და მოცულობითი.

ვიტამინების, მაკრო და მიკრო ელემენტების წყალობით რომლებითაც მდიდარია ეს ზეთი, ის კვებავს მათ აჯანსაღებს და იცავს მათ ცვენისა და გამოშრობისაგან.


ქოქოსის ზეთის გამოყენება
ზეთი უნდა შეერიოს უკვე მზა კოსმეტიკურ საშუალებებს. მისი კონცენტრაცია უნდა იყოს 10 – 20%. პირდაპირ მისი წასმა კანზე არ შეიძლება რადგან ის წარმოქმნის თხელ ფენას რომელიც ეკვრის კანს და კეტავს ფორებს.


უკუჩვენება
უკუჩვენება გამოვლენილი არ არის. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ალერგიული რეაქცია.
admin თარითი:19 თებერვალი 2018 14:09
ნუშის ზეთის აღწერა (მწვანე აფთიაქი)
ნუშის ზეთის დახასიათება, თვისებები
კოსმეტიკური მოქმედება: ნუშის კოსმეტიკური ზეთი უზრუნველყოფს სხეულისა და სახის კანის ინტენსიურ კვებას და ბუნებრივ დაცვას. კანს სძენს სირბილეს და ელასტიურობას, შედეგად კანი ხდება ხავერდოვანი. აცილებს ჭორფლს და პიგმენტურ ლაქებს. შეგიძლიათ მისი გამოყენება შხაპის ან გარუჯვის შემდეგ. ეხმარება კანს სირბილის შენარჩუნებაში და სძენს სასიამოვნო არომატს.

ნუშის ზეთით გაკეთებული მასაჟი თქვენ კანს უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებს, გაახალგაზრდავებს და შესძენს ჯანმრთელ ელფერს. გამოიყენება როგორც ცელულიტის პროფილაქტიკისთვის ასევე მის მოსაცილებლად. აგრეთვე გამოიყენება სხეულის მოცულობის შესამცირებლად. ზეთი ასევე წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან (ცხელი ზეთის სხეულზე დატანით). ნუშის ზეთი გამოიყენება როგორც ძირითადი წამყვანი ზეთი არომათერაპიის დროს 2-5 წვეთი თქვენთვის სასურველი ეთერზეთის დამატებით.


ზეთის კოსმეტიკური თვისებები
1. მოქმედება
2. ინტენსიურად კვებავს კანს.
3. აცილებს ჭორფლს და პიგმენტურ ლაქებს.
4. წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან.
5. აშორებს ცელულიტებს.
6. კანს სძენს სირბილეს და ელასტიურობას.

გამოყენების წესები.

მასაჟი:
გამოიყენება როგორც ჩვეულებრივი სახით ისე ეთერზეთებთან ერთად. ანტიცელულიტური მასაჟის დროს დაუმატეთ 4-6 წვეთი გრეიფრუტის ან ფორთოხლის ეთერზეთი 20 მლ ნუშის ზეთში.

ცხელი ზეთოვანი ნიღაბი:
ცხელი წყლით გაჟღენთილ ქსოვილზე ან (სალფეტკზე) დაიტანეთ 7-10 წვეთი ნუშის ზეთი, დაიდეთ სახეზე და კისერზე 20-30 წუთით და დაიფარეთ პირსახოცი. პროცედურის ჩატარება რეკომენდირებულია თვეში 1-2 ჯერ.

ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების მოცილება:
დააწვეთეთ ნუშის ზეთი მარლაზე ან ბამბაზე, და გაიწმინდეთ კანი. მაქსიმალური ეფექტისთვის გამოიყენეთ 2 - 3 ჯერ დღეში.

ცხელი ზეთის სხეულზე დატანა:
50 მლ ნუშის ზეთში აურიეთ 3-4 წვეთი თქვენთვის სასურველი ეთერზეთი (ფორთოხალი, ლიმონი, ლავანდა, ვარდი, და ა.შ.) მიღებული ნარევი შეათბეთ დახურულ ჭურჭელში ორთქლის აბაზანაზე 38-40 ° C მდე და დაიტანეთ კანზე. ამის შემდეგ დამუშავებული ადგილები შეიხვიეთ ცელოფნით. სითბოს შენარჩუნებისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ თბილი ტანსაცმელი ან საბანი. პროცედურის ხანგრძლივობა 15-30 წუთი. აღნიშნული პროცედურის ჩატარება არ არის მისაღები მათთვის, ვისაც აქვს ვარიკოზული ვენები ან გულსისხლძარღვთა პრობლემები.

უკუჩვენება - პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა.